მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთის მუზეუმის ეზოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ორგანიზებით მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის კურსდამთავრებულთა და ფინალისტებს შორის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლეები: ლუკა გოგმაჩაძე და ქრისტინე ზუბცოვა.
ლუკა და ქრისტინე ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის კურსდამთავრებულები არიან. მათ თავიანთი ცოდნა, გამოცდილება და საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს ახალ ფინალისტებს, უამბეს ამერიკაში სწავლასა და თავგადასავლებზე.
„ამ პროგრამამ საშუალება მისცა მათ გაცნობოდნენ ამერიკულ კულტურას, მიეღოთ ინფორმაცია ამერიკულ განათლებასა და თვითმმართველობაზე; ქართული განათლება და კულტურა გაეზიარებინათ ამერიკელი თანატოლებისათვის. ლუკას თქმით, გაცვლითი პროგრამა FLEX საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაამყარონ ურთიერთობა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და მოახერხონ განსხვავებული ხედვის ჩამოყალიბება“,-წერია გიმნაზიის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა“