სიახლეები
სკოლები

„მასწავლებელს უნდა შეეძლოს კრიტიკული აზროვნება, ჰქონდეს საკუთარი ხედვა“-წაღვლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია 21-ე საუკუნის პედაგოგის შესახებ
09-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.

„როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი“- ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ამ თემაზე საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს:

„21-ე საუკუნის მასწავლებელი - თავისი საგნის პროფესიონალი, ერუდირებული, მოტივირებული, შემოქმედი, ნოვატორი, მოქნილი, კომუნიკაბელური, კოლეგიალური, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს თავისი ცოდნის და გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარება.  

მასწავლებელს უნდა შეეძლოს კრიტიკული აზროვნება, ჰქონდეს საკუთარი ხედვა, იყოს მკვლევარი, კრეატიული, მუდმივად ეცნობოდეს სიახლეებს და განუწყვეტლივ ზრუნავდეს პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე.  ზედმიწევნით იცნობდეს მოსწავლეთა ფსიქოლოგიას, ინდივიდუალურ უნარებს,   ხედავდეს ბავშვთა მოტივაციას, შესაძლებლობებს, მისწრაფებებს, საჭიროებებს  და ითვალისწინებდეს ყოველი გაკვეთილის დაგეგმვისას და მოსწავლეებთან ურთიერთობისას.

შეეძლოს დაგეგმოს და საინტერესოდ წარმართოს საგაკვეთილო პროცესი, იზრუნოს მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებაზე. განუვითაროს: ტრანსფერის, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, სხვისი აზრის პატივისცემის, საკუთარი აზრის გამოთქმის, საზოგადოებაში ინტეგრირების, პრობლემების გადაჭრის უნარები. იყოს არა მარტო საგნის, არამედ ადამიანურობის მასწავლებელი, ასწავლოს ყველაზე ღირებული-სამშობლოს სიყვარული.

მუდმივად ზრუნავდეს იმაზე, რომ მოსწავლე ჩამოყალიბდეს კეთილშობილ, სრულფასოვან მოქალაქედ, რომელსაც ეცოდინება თავისი უფლებები, მოვალეობები, ვალდებულებები საზოგადოების და ქვეყნის წინაშე.  პატივს    სცემდეს მოსწავლის აზრს,  იყოს ავტორიტეტი თავისი მოსწავლეებისათვის.  კომუნიკაცია შეეძლოს მშობელთან, საზოგადოებასთან.

მაქსიმალურად ეცადოს თითოეული გაკვეთილი გახადოს მრავალფეროვანი, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი.  ვინაიდან 21-ე საუკუნე არის ტექნოლოგიების საუკუნე, მასწავლებელი უნდა ფლობდეს თანამედროვე  ტექნოლოგიებს და შეეძლოს ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში.  მისცეს მოსწავლეს კვლევა-ძიების, შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და განვითარების თავისუფლება, თვითონ იყოს გეზის მიმცემი. მუდმივად იყოს  სიახლეების ძიებაში“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება