მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლა მადლობას უხდის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს გაწეული დაუღალავი შრომისათვის. დირექცია იმედს გამოთქვამს, რომ ახალი სასწავლო წელი სკოლის კედლებში დაიწყება.
„რომ არა მათი მონდომება და ჩართულობა შექმნილ ვითარებაში, მოსწავლეები დარჩებოდნენ სასწავლო პროცესის მიღმა, თითოეულმა მათგანმა უსწრაფეს ვადაში შეძლო ახალ გარემოებასთან შეგუება და დისტანციურ სწავლებას აუწყვეს ფეხი.
მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ურთულეს სიტუაციაში სასწავლო პროცესის გაგრძელებაში. ჩვენ დიდი იმედი გავქვს, რომ მომავალი სასწავლო წელი წარიმართება მშვიდ გარემოში და ისევ აჟრიამულდება სკოლები“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება