სიახლეები
სკოლები

„ნისლში ჩაძირული ჭიათურა“ – დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ჩანაწერს გვიზიარებს
09-07-2020
-
+


„ნისლში  ჩაძირული ჭიათურა“ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი ჩანაწერს გვიზიარებს, სადაც საქართველოს კუთხეზე - იმერეთზე, მისი ბუნების სილამაზესა და ტრადიციებზე გვესაუბრება:

„ნისლში  ჩაძირული ჭიათურა“

ყველა კუთხე განსხვავებულად ლამაზი და მიმზიდველია. საქართველოს ეს ბუნებრივი სილამაზე,ავგაროზის თვალივით გასდევს ფეხდაფეხ. საუკუნეების მანძილძე ნაბადივით აქვს გარშემორტყმული და ამით  სულდგმულობს, თითქოს ერთგვარი ჯავშანია, მტრის შესამუსრად, სიცოცხლის, იმედის გასახანგრძლივებლად! მე, როგორც კახეთის წარმომადგენელს, ჩემი კუთხე განსხვავებულად მხიბლავს, მაოცებს და ზოგჯერ მაკვირვებს კიდეც თავისი მრავალფეროვნებით.მ ასთან ერთად ვეტრფი ყველა იმ კუთხეს, რომელიც მასულდგმულებს სულიერად და ხორციელად. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ჩემი პატარა ოჯახის დიდი ფუძე და მყარი საძირკველი - იმერეთი... ყოველ ზაფხულს მონატრებით მივეშურები ამ ციციცაბო კლდეების უბორკილო მიწა-წყალის მოსანახულებლად, ვეფერები მონატრებული ხეების უანგაროდ გაცემულ ჰაეროვან ზმანებასმგვრგვინავ  წიაღს.  დიდი შემართებით გაგიზიარებთ იმ შთაბეჭდილებას, რამაც მომხიბლა და წლების განმავლობაში უბორკილოდ დამატყვევა.

მტრედისფერ განთიადის, სისხამ დილით გეზი ავიღეთ, სულით და გულით  მონატრებულ სოფლისაკენ. დიახ, საოცრებაა ეს ბუნებრივი გარდაქმნა, თბილისიდან გასვლის შემდეგ, სადაც ასფალტის სიმხურვალეს, ანკარა წყალივით სუფთა ჰაერი ცვლის. გადაუხვიეთ სოფელი გომისკენ და როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, აქ უკვე სხვანაირად გიძგერს გული. თითქოს გამოუთქმელ, შინაგან აღმაფრენას განიცდი, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოსთქვამ, მაგრამ გულს გიფორიაქებს. მივუახლოვდით ჭერათხევს, სადაც იმერული ხაჭაპურით  გახელებული, საოცარ შიმშილს გრძნობ. მიირთმევ იმერლების სახელდახელოდ შეწითლებულ ცომეულს და თითქოს თითოეული ლუკმა დედის რძესავით გერგება. ეს მადლიანი მხარის დიდსულოვნებამ იცის. შესვენების პერიოდში განიცდი შთამბეჭდავი ბუნების, წიაღისეულ მაჯისცემას. იმერლების უზადო სტუმართმოყვარეობა  მკაფიოდ იკვეთება ხეების ფოთოლთ შრიალშიც, თითქოს დიდი ტოტების თლაშუნით გეგებებიან, კეთილი იყოს შენი ფეხი ამ დალოცვილ მიწა-წყალზეო. ხოდა ჩვენც ამაყად მივიწევთ სახლისაკენ, ამ მოლოდინში გზაც უსასრულოდ გაიწელა, ღონემიხდილი მივუახლოვდით წინაპართა ფუძეს. შემოვუხვიეთ კლდეებით შემორკალულ ფერდობს, მოცელილივით დავეწაფეთ ყინულივით ცივ, მოლივლივე წყალს. წამიერად თვალებში სინათლესავით გამოანათა, ძარღვებში სისხლივით დაირა, გაგახსენა ვისი გორის ხარ და საიდან მოდის შენი ფესვები. გზა შემართებით განვაგრძეთ, მიდიხარ და თვალს ვერ წყვეტ ამ ენით გამოუთქმელ სილამაზეს. გზად ტყის მცველები, აჯაგრული ძარღვიანი ხეები მიგაცილებენ, სოფლის შარაგზაზე გამოსული ახლგაზრდების გაკვირვებული მზერაც კი სიხარულს და სიამოვნებას განიჭებს! როგორც იქნა შევედით ზემო ჭალოვანში, ჯაჯანიძეებში ჩემს ტკბილ, მეორე დედულეთში, გზადაგზა ვაჩერებთ ტრანსპორტს, ყველა გვესიყვარულება, გვკითხულობს, გულით და სულით ხარობენ ჩვენს დანახვას. ამას გრძნობ და გეამაყება, რომ ამ საოცარი სიუჟეტის პერსონაჟი ხარ. დამერწმუნებით, რაიონი ყოველთვის უანგარო სითბოს ავლენს, ადამიანურ დამოკიდებულების მიმართ, უფრო მჭიდროდ არის შეხმატკბილებული პიროვნულ   ღირებულებებთან. ეს ის მოვლენაა, რომელსაც მოკლებული ვართ. ამიტომ მივილტვით და ვესწრაფით მისკენ მიმავალ გზას. სანამ  ჭიშკარს შევაღებდით, იქამდე საღამოს მობიბინე ნიავის სალბუნმა დაგვატყვევა, უბატონოდ რომ აფათურებს სულში ხელებს, თითქოს იმ მონატრებულ კუთხეს ეძებს, რომელსაც ასე ძლიერ სწადია მისი შეგრძნება. გაიხსნა ფილტვები, სისხლმაც სხვაგვარად დაიწყო ცირკულაცია, გულის ფეთქვაც გახშირდა. მოვედით მონატრებულ ოდა სახლში... დიასახლისიც მკვირცხლად გამოგვეგება, ჩვენი ბიცოლა დაუშრეტელი ენერგიის ქალბატონია, მისი ძალისხმევით ღვივის ამ პაპისეულ სახლში კერა, ხარობს ვაზი და სულდგმულობს ადამიანის ენერგია. სახლში ჩვენი ტკბილი ბებოც გველოდება, სიყვარულით დაგვიკოცნა ღაწვები, შემოგვეხვია დამჭკნარი ხელებით, გვაგრძნობინა მშობლიური სითბო, ცრემლებიც წამოუვიდა და ამით კიდევ ერთხელ გაგვახელა, გაგვამხნევა, აგვიფორიაქა სული. მხოლოდ ერთს დავძენ, მე ასეთი უტყვი ადამიანი არ მინახავს, მხოლოდ მას შეუძლია იყოს საოცრად დინჯი, თავდაჭერილი, გულითადი და მოსიყვარულე. შემართებით შემოვუსხედით პურმარილით გაბიბინებულ სუფრას, აქაც უგემრიელესი იმერული ხაჭაპური სავიზიტო ბარათია, განსხვავებულად გემრიელი დაუვიწყარი გემოთი. განსაკუთრებით ბოსტანში დაკრეფილ პროდუქტს ვეძალები, რასაც განსხვავებულად სურნელოვანი გემო აქვს...ცოტა ძნელია ამ ყველაფრის ერთობლივად დაგემოვნება, მაგრამ გულს უხარია ერთმანეთის ნახვით გაჯერებული ატმოსფერო.  შემდეგ ტრადიციის მიხედვით წყაროს წყლის დაგემოვნებაზეც გადავდივართ, ხოდა პირველი მე მივისწრაფი მისკენ, აი აქ კიდევ განსხვავებულად საინტერესო სამყარო იშლება, უძლეველი მთის კალთა, მძივებად ასხმული მარგალიტების ტყით შემოკვართული, დედოფალივით იწონებს თავს. ოდნავ დაღმართში შეფენილი მაყვლის ბუჩქები კუებივით მიიზლაზნება ფერდობზე, უდარდელად მომზირალი ახოვანი მცენარები და ღამის გუშაგად შემდგარი მთა, იმერეთისა და რაჭის გულში ამოკვართულ მარმარილოს ჰგავს. გიზიდავს, გაოცებს, გილამაზებს შთაბეჭდილების არეალს. მივდივარ ნელა, რათა შევიგრძნო ამ საოცარი დედაბუნებისგან მობიბინე, დალოცვილი ჰაერი. მივედი მიწიდან ბუნებრივად ამოსულ მორაკრაკე წყაროს წყლისაკენ. მივუახლოვდი თუ არა, გაშმაგებული დავეწაფე მონარნარე წყაროს წყალს, ჯერ გამყინა, გამაქვავა, მაგრძნობინა თავის ძალა და ჩემი დანაშაული, ამდენი ხნის მოუსვლელობის გამო გულში რომ ჰქონდა ჩადებული. შემდეგ მეამა, მომეფერა  ტკბილად მომისალბუნა, შეავსო მიძინებული სულის ფიალა, დამამშვიდა, დამაფიქრა, ყველა იმ გარდასულ ჟამზე, რამაც აქამდე მოიყვანა დიდი ისტორიის, მქონე რელიეფი და წიაღი. ბედნიერი ვარ, რომ ამ სივრცეში მომიხდა ფრთების გაშლა, განავარდება... სწორედ ისე, როგორც იმ ქორმა ჩვენს ეზოში წიწილას, რომ სტაცა კლანჭები და ზევით ღრუბლებში აიტაცა, გაოგნებული ვუყურებდი და სამყაროს გამჩენს ვლოცავდი. რაოდენ  დიდსულოვანია დედაბუნება თავისი ქმნილებებით... აქ ყველაფერს სხვაგვარი შემოქმედების ხელი დასთამაშებს, სწორედ ასეთი მხატვრული სილამაზის მხარეს შემუსრავს ხოლმე გოლგოთა ნისლი, დევივით ნელ-ნელა შთანთქავს ხეებს, ფერდობებს, კლდეებს, მთებს და მერე ადამიანის სხეულსაც მოეფინება, თეთრი ანაფორასავით. ვერაფერს ვერ ხედავ თითქოს სამოთხეში იყო და ღმერთს ესაუბრებოდე... საოცრებაა  იმერეთი, ზემო ჭალოვანი იგივე ჯაჯანიძეები, იქ სადაც მე ჩემი ოჯახით და საამაყო ხალხით უშფოთველად ვგრძნობ თავს, ღამეც გრილი და საამოა, ჩვილი ბავშვივით გძინავს და ყველა დარდი და ვარამი იმ ნისლივით ილექება სადღაც შორეულ დასალიერში...  

ნინო დოხტურიშვილი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება