სიახლეები
სიახლეები

ივლისის ბოლო და აგვისტო გაცილებით რთული იქნება - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 20 ივლისამდე გაუმართლებთ
09-07-2020
-
+


დღეს დააკვირდით სხვა ადამიანების მოქმედებებს და ეცადეთ მათი შეცდომები არ გაიმეოროთ. კვირიდან მერკური სწორად მოძრავი ხდება, რაც გააუმჯობესებს ყველაფერს. დაბნელებების დერეფანი დასრულდა, 20 ივლისამდე ყველასთვის კარგი პერიოდი იქნება. თითქმის ყველა ნიშანს შეეძლება წარმატების მიღწევა, ივლისის ბოლო და აგვისტო გაცილებით რთული იქნება, ამიტომ ეს პერიოდი გამოიყენეთ.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: ენერგოტონუსი შემცირებულია, დაისვენეთ. ძირითადი ყურადღება მთავარ საკითხზე გადაიტანეთ, ბევრ საქმეს ერთად ნუ შეეჭიდებით. თუ მხოლოდ მთავარზე კონცენტრირდებით, საქმიანი კუთხით წარმატების შანსი გექნებათ.

კურო: ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, შარმიანი და ენერგიული ხართ. საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისთვის, შეიძლება ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თქვენი ავტორიტეტი იზრდება, პირადი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ახალი ურთიერთობებისთვის კარგი პერიოდია. ეს ვარსკვლავური დროა თქვენთვის.

ტყუპები: თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, ნუ გადაიტვირთებით. თან ინტუიციური ყნოსვა გემატებათ, მათ შორის კომერციულ საკითხებში, ამიტომ შეგიძლიათ კარგი ფინანსური ოპერაციები ჩაატაროთ და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. თუმცა, ამავე დროს,  სურვილი გიჩნდებათ ფულის ხარჯვისადმი, რის გამოც მეტი გასავალი გაქვთ, ვიდრე შემოსავალი. ზედმეტ ხარჯებს მოერიდეთ და ფული ყაირათიანად ხარჯეთ.

კირჩხიბი: ერთ-ერთი წარმატებული ნიშანი ხართ. თქვენი განწყობა უმჯობესდება, დახვეწილი იუმორით გააოცებთ გარშემომყოფებს. ქორწინებისთვის კარგი დროა. ინტუიციით შეგიძლიათ სპონსორსაც კი მიაგნოთ.

ლომი: რთული პერიოდი გაქვთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ. სიზარმაცის და ილუზიების ალბათობა მაღალია. საქმე ისე არ მიდის, როგორც გსურთ. მშვიდად გაიარეთ პერიოდი.

ქალწული: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. როგორც ორგანიზატორი, კარგ თვისებებს გამოავლენთ. არა მხოლოდ საკუთარ თავს, სხვასაც შეძლებთ დაეხმაროთ. რის გამოც პოპულარული ხდებით. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ.

სასწორი: ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დაისვენეთ. საქმიანი კუთხით კარგი დროა, შეგიძლიათ ლიდერულ პოზიციაზე ახვიდეთ, საინტერესო იდეები წარმოაჩინოთ, ამით დააინტერესოთ ხელმძღვანელები და პარტნიორები და ხელი შეუწყოთ პროფესიულ წინსვლას.

მორიელი: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შეგიძლიათ. მნიშვნელოვანი კარმული ცვლილებების დროა. თქვენი შარმი და ავტორიტეტი გაიზრდება. წარმატების შანსი ორმაგად მაღალია.  

მშვილდოსანი: სიფრთხილე გამოიჩინეთ, ქაოსური პერიოდი გაქვთ. დაძაბულობის ტენდენცია მაღალია, როგორც სახლში, ისე სამსახურში. დიპლომატია მოიშველიეთ.  

თხის რქა: ერთ-ერთი წარმატებული და პოპულარული ხართ. რომანტიული კავშირებისთვის, ფინანსური მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესებისთვის, ახალი საქმეებისთვის კარგი დროა.

მერწყული: ძალიან კარგი პერიოდია საქმისთვის, ბიზნეს საქმიანობაში წარმატების მიღწევა შეგიძლიათ და ურთიერთობების გაუმჯობესება შეგიძლიათ. თუმცა ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ და სარისკო მოქმედებების გარეშე აკეთეთ ეს.

თევზები: ერთ-ერთი ფავორიტი ხართ ამ კვირის. ძალიან აქტიური, ენერგიული ხართ. პირადი ურთიერთობებისთვის, საქმიანი კუთხით და ფინანსების მხრივ ძალიან კარგი დრო გაქვთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება