მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შვეიცარული ფონდის artasfoundation-ისა და ადგილობრივი ორგანიზაციის - წყალტუბოს დევნილ ქალთა ინიციატივით, ტარდება წყალტუბოს მეხუთე ხელოვნების ფესტივალი.
ფესტივალზე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის მასტერკლასი ჩატარდება.
მასტერკლასის ფარგლებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის წარმოდგენილი იქნება დაწყებითი და საბაზო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილის ნიმუშები. მასწავლებელები გაეცნობიან საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე ვიზუალური კულტურის გამოყენების გზებს და ამ კულტურის კრიტიკული გააზრების მოდელებს. მასწავლებლები მათთვის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მიიღებენ რეკომენდაციებს.
მასტერკლასები საგანგებოდ ებმის წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალს. სამდღიანი მასტერკლასის შემდეგ მასწავლებლები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კონსულტანტთან ერთად გაეცნობიან და დაესწრებიან ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრას, მათ შორის ექსპერიმენტული კინო კლუბის, ლენდ არტის, მეორადი მასალების გამოყენების ვორქშოფებს, ასევე სოციალური საბავშვო თეატრის „აიწონა-დაიწონას“ წარმოდგენას და შემაჯამებელ შეხვედრაზე იმსჯელებენ აღნიშნული პრაქტიკების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების გზებზე.
მასტერკლასის ჩატარების ადგილი: სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლა.
მასტერკლასის ჩატარების დრო/თარიღი: 3 დღე, დღეში 3 საათი. (2017 წლის 25-27 სექტემბერი).
ფესტივალის სამუშაო შეხვედრები: 2017 წლის 27 სექტემბერი - 01 ოქტომბერი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
მასტერკლასს დაესწრება პირველი 25 დარეგისტრირებული მასწავლებელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა