სიახლეები
სკოლები

„სკოლა ღირსეულად შეხვდა გამოწვევას“-მარელისის საჯარო სკოლის პედაგოგები სკოლის დირექტორს საუკეთესო ხელმძღვანელობისთვის მადლობას უხდიან
10-07-2020
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მარელისის საჯარო სკოლამ დისტანციური სწავლების პროცესთან დაკავშირებული სირთულეები მარტივად გადალახა. სკოლის პედაგოგები 2019-2020 სასწავლო წელს აფასებენ და სკოლის დირექტორს ვერა ოდიკაძეს საუკეთესო ხელმძღვანელობისთვის მადლობას უხდიან.

„დასრულდა უჩვეული 2019-2020 სასწავლო წელი. სიახლეები და გამოწვევები განათლების სისტემის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის თანმდევი პროცესია. თუმცა მოვლენების ამგვარ განვითარებას არავინ ელოდა. ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ სრულიად სხვა რელსებზე გადაიყვანა სწავლა-სწავლების პროცესი. 30 მარტიდან ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სწავლების ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა.

არჩევანი არ იყო! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა სისტემაში დასაქმებული ყველა პედაგოგისთვის საკმაოდ მაღალ დონეზე თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ფლობა, რაც ამ ფორმით სწავლებისთვის იყო აუცილებელი.

პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა. განსაკუთრებული ძალისხმევა და პროფესიონალიზმი იყო საჭირო, რომ სასწავლო პროცესი სრულფასოვნად წარმართულიყო და მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგებისთვის მიეღწიათ.

ამ რთულ პროცესში სკოლებს რომ სათანადოდ შეესრულებინათ თავიანთი მისია და სწავლა-სწავლების პროცესი ნაყოფიერი ყოფილიყო, დამოკიდებული იყო სკოლის დირექტორის პროფესიონალიზმზე.

მარელისის საჯარო სკოლა ღირსეულად შეხვდა ამ გამოწვევას და მარტივად გადალახა პროცესთან დაკავშირებული სირთულეები. რაც სკოლის დირექტორის, ქ -ნი ვერა ოდიკაძის მიერ მრავალი გათენებული ღამის და დაუღალავი შრომის შედეგია სკოლის საუკეთესო გუნდთან ერთად. მისი პროფესიონალიზმი, კრეატიულობა, დაუშრეტელი ენერგია ჩვენი სკოლის პედაგოგიური კოლექტივისთვის უდიდესი მამოტივირებელი ძალა იყო. ლიდერი, რომელიც არცერთი წუთი არ აძლევდა თანაგუნდელებს მოდუნების
საშუალებას. ქ-ნი ვერა ზრუნავდა თითოეულ მოსწავლეზე, თითოეულ თანამშრომელზე.

ყურადღების მიღმა არ რჩებოდა სწავლა-სწავლების პროცესის თანმხლები არცერთი წვრილმანი. თანამშრომლობდა მშობლებთან. მისმა სასწავლო პროექტებმა შესაძლებლობა მისცა მშობლებს სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ. ჩვენი სკოლის ყველა პროექტმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.

ვატარებდით ღონისძიებებს, პედ. საბჭოს სხდომებს, მშობელთა კრებებს. ვაჯილდოვებდით მოსწავლეებს
სიგელებით, დიპლომებით და ეს ყოველივე ჩვენი ნოვატორი და პროფესიონალი დირექტორის მხრებზე გადადიოდა. საუკეთესო გუნდი საუკეთესო ხელმძღვანელის დამსახურებაა და ჩვენ ერთად გავართვით თავი ამ რთულ გამოწვევას.

მარელისის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მადლობას უხდის სკოლის დირექტორს ქ-ნ ვერა ოდიკაძეს საუკეთესო ხელმძღვანელობისთვის, რომ მიუხედავად სირთულეებისა ყოველთვის ყველა სიახლის ეპიცენტრში ვიყავით, დროულად მოგვეწოდებოდა საჭირო ინფორმაცია და გვქონდა ყოველგვარი ხელშეწყობა მდგომარეობის შესაბამისი სამუშაო პირობებისთვის.

ქ-ნო ვერა, კიდევ მრავალი წელი გვსურს გიხილოთ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე. გვეამაყებით..

გისურვებთ წარმატებებს!“,-ნათქვამია პედაგოგთა წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება