მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის, ბოძაურის საჯარო სკოლის დირექტორი არსენ შავაძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება ემოციური წერილით მიულოცა
„ყველა 12-ე კლასელს ქვეყნის მასშტაბით სიჩუმეში ჩამომდგარ ბოლო ზარს გილოცავთ!
უჩვეულო განწყობა დამეუფლა! სიმშვიდეს ვერ ვპოულობ! ზუსტად მაისის ამ დროს ცას შევცქეროდით და ვნატრობდით არ ყოფილიყო წვიმა, არ ეთარეშა ქარს, არ განადგურებულიყო ჩვენი ხელით მორთულ- მოკაზმული ულამაზესი ეზო, რომელიც სიურპრიზად უნდა დახვედროდა მეთორმეტეკლასელებს! დღეს კი 13.30 საათზე სიმბოლურად დაირეკა 12-ე კლასელთათვის ბოლო ზარი, სახლებში ვსხედვართ, სკოლის ეზოში სიჩუმე სუფევს, ჩემო ლამაზო გოგო-ბიჭებო, ასე უჩვეულოდ გილოცავთ სკოლის დამთავრებას! თიკა, თამილა, მაგდა, ნიკა, გიორგი, რიტა, ანა. ძალა, გამბედაობა, გამძლეობა, განათლება, ნებისყოფა იქნება თქვენი ფარი და თქვენი მახვილი (ორივე დაგჭირდებათ)! საინტერესო და ცვლილებებით გაჯერებული გზა-სავალი - წარმატების მომტანი! თითოეულ თქვენგანს ცრემლიანი თვალებით გკოცნით, მომავალს დაგილოცავთ! მიყვარხართ!
(აუცილებლად აღვნიშნავთ, განსხვავებულად... მოგვიანებით... თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას... იყოს კიდევ ერთი სიურპრიზი)!
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ჩემო ფრთიანო მერცხლებო!
მრავალჟამიერ❤️“,-წერს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება