მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეხუთე ვარიანტით აბიტურიენტების ნაწილი კმაყოფილია, ნაწილს კი გამოცდა რთული მოეჩვენა.
გთავაზობთ აპლიკანტების შეფასებებს:
„ტექსტები ნაცნობი იყო და არ გამჭირვებია. „სამანიშვილის დედინაცვალიდან“ იყო ნაწყვეტი, როცა სამანიშვილი გედევანიძეს შეხვდება და გზაზე მიდიან. მეორე ლექსი იყო კიდე მურმან ლებანიძის ლექსი, რომელიც აკაკი წერეთელს ეხებოდა თუმცა, მე ლექსი არ დამიწერია. ახალგაზრდებს არ მოსწონთ ჩვენი ქვეყნის კულტურა და რატომო და როგორ უნდა მოაწონო ესე მაგაზე უნდა დაგეწერა. ტექსტის რედაქტირება იყო გარუჯვის ისტორიაზე კოკო შანელმა, რომ შემოიტანა გარუჯვა
ძირითადად სიტყვები იყო დასარედაქტირებელი არ გამჭირვებია.
სექტორში სიმშვიდე იყო, არც ცხელოდა, ფანჯრებიც ღია იყო. კარგი გარემო იყო, ძალიან ნორმალურად ჩატარდა გამოცდა“, - გვითხრა მარიამმა.
„რთული იყო საკმაოდ. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მარტივად დავწერე. რედაქტირებაც საკმაოდ გამიჭირდა. თემა გაცილებით მარტივად დავწერე“, -გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.
„მართლა არ იყო რთული, სამანიშვილის დედინაცვალი იყო, ესეც ძაან მომეწონა ძალიან კარგი არგუმენტები მოვიყვანე. რედაქტირებაში ზოგან სიტყვას აკლდა ბოლო ასო, ზოგან ზედმეტად იყო ჩასმული, მძიმე აკლდა რამდენიმე ადგილზე. მგონი გრანტსაც ავიღებ, ისეთი კმაყოფილი ვარ“,- გვითხრა აბიტურიენტმა.
„სიმართლე გითხრათ ძალიან დავიღალე. მარტივი საკითხები არ იყო „სამანიშვილის დედინაცვალიდან“ ისეთი ნაწყვეტი იყო ორი კაცის დახასიათებას თუ დაწერდი ნორმალური ნაწყვეტი მაინც მოსულიყო. ესე იყო იმაზე რომ ახალგაზრდები ნაკლებად აფასებენ თავიანთ კულტურას და მაგაზე იყო საწერი. რედაქტირება გაცილებით მარტივი იყო“, - გვითხრა აპლიკანტმა.
„თავიდან ლექსი რო დავინახე გული გამისკდა, მაგრამ ქვემოთ „სამანიშვილის დედინაცვალი“ იყო და ამოვისუნთქე. მგონი კარგად დავწერე კმაყოფილი ვარ. საბოლოოდ ვნახოთ რა შედეგს მივიღებ“,- გვითხრა ანიმ.
რაც შეეხება საგამოცდო ოთახებში არსებულ ვითარებას, როგორც 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა განაცხადეს საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა