მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი გურამ ნათენაძე პედაგოგებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დროს მოსწავლეების გვერდში დგომისა და პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის მადლობას უხდის.
„მივესალმები გამარჯვების საჯარო სკოლის პედაგოგებს და მათ ყველა კოლეგას! დღეს დასრულდა 2019-2020 ს/წელი - განსხვავებული სხვა წლებისაგან: დაძაბული, დაბნეული, ცოტაც შეშინებული მაგრამ მაინც იმედიანი. ასე ვფიქრობდი მე, ასე ფიქრობდით თქვენ და ღვთის შეწევნით იმედები მართლდება. მიუხედავად მძიმე დღეებისა თქვენ შეძელით პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულება - გვერდში უდექით თქვენს აღსაზრდელებს..მინდა მადლობა გითხრათ ამისათვის, მადლობა ვუთხრა მათაც ვინც დაინახა ჩვენი შრომა და მადლიერება გამოხატა. იმედი ნუ მოგშლოდეთ ჩემო ძვირფასებო. ბედნიერ ზაფხულს და მშვიდობიან სექტემბერს გისურვებთ“, - პატივისცემით გურამ ნათენაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება