მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად თანამედროვე მასწავლებელზე, რომლის ფარგლებში დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები საკუთარ მაგალითებს და ხედვებს გვიზიარებენ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უფროსი მასწავლებელი ქეთევან ღლონტი გვესაუბრება, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი:
„ჩვენ გავიზარდეთ ტრადიციული სკოლის მოდელით, მიუხედავად იმისა, რომ გვყავდა უნიჭიერესი მასწავლებლები, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის იყო რაღაც დისტანცია. დღეს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში როცა ხარ და გქვია მასწავლებელი, პირველ რიგში, უნდა იყო თითოეულ მოსწავლესთან თბილი და მზრუნველი, ყველა შენი მოსწავლე საკუთარი შვილივით უნდა შეიყვარო, მისი ბავშვური, ლამაზი სამყარო დაინახო და დაუმეგობრდე. როცა შენ შეძლებ ამ სიყვარულის დათესვას აი, მაშინ ხარ ძლიერი, დანარჩენი უკვე თავისთავად მოდის. სწავლების მოტივაცია ჯანსაღი სასწავლო გარემო ჯანსაღ ურთიერთობებზეა აგებული. უპირველესი მოვალეობაა, აღზარდო თანამედროვე ჰუმანური, სამშობლოს მოყვარული, კაცთმოყვარე, პასუხისმგებლიანი მოქალაქე. სკოლას დიდი როლი აკისრია, ამიტომაც თანამედროვე მასწავლებელმა ყველა გამოწვევას უნდა უპასუხოს. მასწავლებელი ყველა სიახლეებს მუდმივად უნდა ეცნობოდეს და მას სისტემატურად აწვდიდეს მოსწავლეს. დღეს კი როცა რეალურად დაგვიდგა საჭიროება გაძლიერებისა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ჩვენ დაგვეკისრა. პანდემიის პირობებში სტრესულ მდგომარეობაში დღეს თანამედროვე მასწავლებელმა ღირსეულად შეასრულა თავისი მოვალეობა. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორედ ის გამოცდა, რომელიც ყველა მასწავლებელმა ჩააბარა, გამოცდა, რომელმაც აჩვენა თანამედროვე პედაგოგის ძალა და უნარი“-აღნიშნავს ქეთევან ღლონტი.
სტატია გამოგზავნილია - თემის - თანამედროვე მასწავლებელი - აქტიური და პროფესიონალი გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.