სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

მასწავლებლისთვის თვითშეფასება კვლავ სავალდებულო აქტივობაა, თუმცა მას აღარ ეყოლება ბევრი შემფასებელი - ინტერვიუ ბერიკა შუკაკიძესთან
15-07-2020
-
+


მასწავლებლებს კვლავ უწევთ პრაქტიკის კვლევისა და თვითშეფასების შესრულება - ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მანვე ისაუბრა სქემაში არსებული სიახლეების შესახებ და დეტალურად მიმოიხილა ყველა ის მიმდინარე საკითხი, რომელიც პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

- მასწავლებლებისთვის ახალი სქემა დამტკიცდა და არაერთი სიახლე ვიხილეთ. ცვლილებებით უკმაყოფილოა მასწავლებელთა ნაწილი, რომელთა შეფასებითაც სტატუსის ამაღლების გზა კიდევ უფრო მეტად გართულდა...

- რატომ გართულდა, პირიქით უფრო გაიოლდა. აღარ იქნება საბუთომანია. სკოლის ბაზაზე მოხდება პროფესიული განვითარება და მასწავლებელს აღარ ეყოლება ამდენი შემფასებელი. მას სკოლაში ეყოლება მხარდამჭერი ჯგუფი და თუ მას კონკრეტული საჭიროება ექნება, სკოლაშივე მოხდება მისი გამოვლენა თვითონ შიგნითვე დააკვირდებიან და საჭიროების მიხედვით შეიმუშავებენ გეგმას და შემდგომ ჩვენ ამ საჭიროებებიდან გამომდინარე გადავამზადებთ მასწავლებლებს, ჩვენ ან ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც გავლილი ექნება აღიარება და ის ჩაატარებს ტრენინგს. ანუ ის, რასაც აქამდე მასწავლებელი აკეთებდა ფორმალურად და მას ბავშვი საერთოდ დავიწყებული ჰყავდა, ახლა არც ერთი ასეთი საქმის კეთება აღარ სჭირდება. ახლა სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და ჩაატაროს კარგი გაკვეთილი. ჩვენ ამაში მხოლოდ ხელს შევუწყობთ.

წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მასწავლებლებს საგნის გამოცდა 50%-ზე უნდა ჰქონდეს ჩაბარებული. მას შესაძლოა საგნის გამოცდა ჩაბარებული აქვს 1, 4 ან 7 კრედიტზე, მაგრამ მთავარი აქცენტი ახალ იმაზეა გაკეთებული, რომ თუ მას 50%-იანი შედეგი არ აქვს მიღებული, საგნის გამოცდის გადაბარება მოუწევს, რადგან წამყვანის და მენტორის სტატუსის მისაღებად პედაგოგს 50%-იანი ზღვარი უნდა ჰქონდეს გადალახული. ძირითადად ეს იწვევს მასწავლებლების უკმაყოფილებას. თუმცა ის, რომ გამოცდა მაღალ ქულაზე უნდა ჩააბარონ, 50%-ზე მეტი მიიღონ და მათი საქმიანობა რომ უნდა შეფასდეს არ გავაკეთებინოთ? არც გამოცდა ჩავაბარებინოთ? მასწავლებელს საგანში აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება. ერთხელ დაადასტურებს საგნის კომპეტენციას და ეგ არის, მაგრამ პროფესიულ უნარებში გამოცდის ჩაბარება მოუწევს იმ სტატუს მოსაპოვებლად რომელიც მას უნდა. პლიუს ამას, ის ასევე შეფასდება რესურსცენტრთან არსებული ჯგუფის საშუალებით, რომლებსაც ჩვენც დავეხმარებით და შევაფასებთ ამ მასწავლებლის, კონკრეტულად საქმიანობს თუ არა და ახორციელებს თუ არა იმ საქმიანობას, რომლის სტატუსის მიღებაც უნდა. რა არის ამაში რთული?!

- ახალ სქემაში კვლავ რჩება მასწავლებლისთვის თვითშეფასების ჩატარების საჭიროება. არადა ახალი სქემის ამოქმედებისას ყველა ელოდებოდა, რომ გაუქმდებოდა რეფლექსია,  ასევე საინტერესოა პრაქტიკის კვლევა დარჩათ თუ არა მასწავლებლებს?

- პრაქტიკის კვლევა ანგარიშის სახით არსად არ არის მითითებული რომ უფროს, ან წამყვან მასწავლებელს სტატუსის ასამაღლებლად სჭირდებათ, მაგრამ თუ გადაშლით მასწავლებლის სტანდარტის ზოგად ნაწილს, პირველ ნაწილი რომლიც არის სასწავლო პროცესი, პროფესიული ეთიკა და მათი პასუხისმგებლობა, იქ ჩამოთვლილი ყველა ინდიკატორები შეიცავს კვლევის ელემენტს. წერია პირდაპირ, რომ მასწავლებელმა უნდა დაადგინოს მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებები და როგორ უნდა დაადგინო ეს საჭიროებები თუ პედაგოგმა კვლევის მეთოდები არ გამოიყენა. არავინ სთხოვს მათ კვლევის ანგარიშის წარმოდგენას, მაგრამ დამადასტურებელი ინდიკატორები, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მან პრაქტიკის კვლევა მიმდინარე პროცესში უნდა აწარმოონ. ცალსახად უწერია სკოლის საჭიროებების კვლევა წამყვან მასწავლებლებს და ასევე მენტორ მასწავლებლებსაც, რომელიც ცალკე დამატებითი ნაწილშია მითითებული რა დამატებითი ვალდებულებები ექნებათ იმის გარდა, რაც პირველ ნაწილშია მოცემული.

რაც შეეხება თვითშეფასებას, ეს სავალდებულოა, თუმცა ეს კითხვარის სახით გაკეთდება, ნარატივის თუ ჩაღრმავებული ინტერვიუს სახით ეს არის სკოლის გადასაწყვეტი.

- სქემაში ნათქვამია, რომ აპლიკანტები, რომლებიც გამოცდას 10 კრედიტზე ჩააბარებენ ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ...

- პირი უფროსი მასწავლებელი ხდება და სქემაში ერთვება მას შემდეგ, რაც ზოგადი განათლების კანონის 21 პრიმა მუხლის საფუძველზე ჩააბარებს გამოცდას და დიპლომში უწერია მასწავლებლის კვალიფიკაცია. ამის შესაბამისად ის ხდება პირდაპირ უფროსი მასწავლებელი. თუ მას არ უწერია დიპლომში მასწავლებელი, მას უფლება აქვს ზოგადი განათლების კანონის 21 მეოთხე პრიმა მუხლის მიხედვით გახდეს მაძიებელი მასწავლებელი და მან რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გახდეს მაძიებელი და ჩაერთოს სქემაში და გახდეს უფროსი მასწავლებელი. ანუ ზოგადი განათლების კანონთან ერთად მოიაზრება სქემაც.

- პედაგოგების ნაწილი ელოდა, რომ ამავე სქემაში საუბარი იქნებოდა მაძიებელ მასწავლებელზეც, თუმცა დოკუმენტში მათზე არაფერი წერია. იქნებ განგვიმარტოთ რატომ?

- მაძიებელი მასწავლებელი სქემაში არ არის ჩართული. მან უნდა მოიპოვოს უფლება, რომ სქემაში ჩაერთოს. მაძიებელს აქვს სპეციალური პროგრამები, გაიაროს ეს პროგრამა ჩააბაროს გამოცდა და ამის შემდგომ მიეცემათ მათ სქემაში ჩართვის უფლება და გახდება უფროსი მასწავლებელი. მაძიებელი მასწავლებლებისთვის ისევ ის დოკუმენტი მოქმედებს, რომელიც უშუალოდ მათთვის იყო განკუთვნილი.

- გვახსოვს საუბარი იყო იმაზეც, რომ უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცემოდათ ერთი საფეხურის გამოტოვებით აემაღლებინათ სტატუსი. აღნიშნული ცვლილება რატომ აღარ შევიდა სქემაში?

- ეს იყო წინადადება, რომელსაც განვიხილავდით მაგრამ თავად მასწავლებლების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა ამ ინიციატივას. დაუკვირდით იმასაც, რომ ამ სქემის შემუშავების დროს ჩვენ მასწავლებლებს ვეკითხებოდით აზრს და მათ მოსაზრებებს ვითვალისწინებდით. ჩვენ არ დავმსხდარვართ ცალკე და არ გადაგვიწყვიტავს ეს ყველაფერი. პროცესში მასწავლებლები იყვნენ ჩართული და მათიდან გამომდინარე გავაკეთეთ ეს სიახლეები. ასევე პროცესში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული მასწავლებელთა პროფკავშირები, რათა საბოლოოდ ისე არ მომხდარიყო რომ ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი და მასწავლებლებს არ მოსწონთ. მათ საკმაოდ რაციონალური მოსაზრებები მოგვაწოდეს.

- როდის აუმაღლდებათ სტატუსი იმ უფროს პედაგოგებს, რომლებსაც ყველა სავალდებულო აქტივობა ჩატარებული აქვთ?

- სექტემბერში გახდებიან ისინი წამყვანი მასწავლებლები.

- რაც შეეხება გარე დაკვირვებას, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ ეს პროცესი შეაჩერა. მომავალ სასწავლო წელსაც თუ დისტანციურად მოხდება სწავლის გაგრძელება აქვს თუ არა მასწავლებლის სახლს გეგმა ამასთან დაკავშირებით?

- თუ სწავლა დისტანციური იქნება, მაშინ დისტანციურად დავაკვირდებით. ზოგადი განათლების კანონში შევიდა ცვლილება და ახლა დისტანციური სწავლება ოფიციალური ფორმა გახდა. მანამდე გარე დაკვირვებას ვერ ჩავატარებდით, რადგან არ იყო დისტანციური სწავლება ოფიციალურის სწავლის ფორმად აღიარებული. ჩვენ რუბრიკებიც შემუშავებული გვაქვს, მზად გვაქვს ყველაფერი და თუ პანდემია არ იქნება პირდაპირ დავაკვირდებით თუ იქნება მაშინ ონლაინ.

- სკოლაში ახალ კადრებს შესვლა უჭირთ, ამის მიზეზი ერთის მხრივ პრაქტიკოსი პედაგოგების სკოლაში დარჩენაა, ხოლო მეორეს მხრივ საათების გადანაწილება შიდა მასწავლებლებში. რაში ხედავთ გამოსავალს თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლის და მასწავლებლის მიმართ ინტერესი მუდმივად მზარდია?

- 1572 პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, გადის პროფესიიდან და ამდენივე ვაკანსია გაჩნდება საქართველოს სკოლებში, თუ შიდა საათები არ გადანაწილდა, მაგრამ ძირითადად ეს მასწავლებლები ძალიან მალე პროფესიიდან გადიან. ახლა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გაგრძელდა მხოლოდ მომავალ სასწავლო წლამდე, რადგან სკოლებში მასწავლებლის დეფიციტი არ გაჩენილიყო და სკოლა მასწავლებლის გარეშე არ დარჩენილიყო. მომავალი წლიდან პრაქტიკოსის სტატუსი საერთოდ აღარ იარსებებს.

ამ ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომელებიც გამოცდაზე დარეგისტრირდნენ და რომელთა რაოდენობაც 11 ათასია, რამდენიც მოიპოვებს 10 კრედიტს და მაძიებლობაზე დარეგისტრირდება საშუალება მიეცემათ სკოლაში შევიდნენ.

35 წლის განმავლობაში პირველად საქართველოს სკოლებიდან 8 ათასამდე მასწავლებელი წავიდა და დაახლოებით 2400 მასწავლებელი მოვიდა. ახლა კიდევ ათასზე მეტი მასწავლებელი შევა და გაისიდან კიდევ 2000-დან 3000-მდე ათასამდე ვაკანსია იქნება. ასეთი რამ პირველად მოხდა.

პრაქტიკოსებს შემოდგომაზე კიდევ ერთხელ აქვთ შანსი დაადასტურონ კომპეტენცია, ვერ დაადასტურებენ და დაუთმობენ გზას იმ კანდიდატებს, რომლებიც კომპეტენციას დაადასტურებენ.

- ანუ პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებიც 30 აპრილის ჩათვლით არ იყვნენ დარეგისტრირებული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, შემოდგომისთვის რეგისტრაციას ვეღარ შეძლებენ?

- ვინც გამოცდაზე დარეგისტრირებული არ იყო, ისინი შემოდგომაზე დაგეგმილ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდაზე ვეღარ გავლენ. მათ სტატუსი არ აღუდგათ და მათი პოზიცია 15 აგვისტოს შემდეგ ვაკანტურად გამოცხადდება და სკოლები დაიწყებენ მზადებას რომ გამოაცხადონ ვაკანსია და ახალი კონკურსი ჩაატარონ.

- საინტერესოა გაგრძელდება თუ არა დირექტორის, ეროვნული სკოლისა და ასწავლე საქართველოს პროგრამები?

- როგორც ვთქვით, 1500-ზე მეტი მასწავლებელი სკოლიდან გავა, ჩვენ მივეხმარებით ამ სკოლებს გამოაცხადონ კონკურსი და ამ კონკურსში კადრების შერჩევაშიც დავეხმარებით. ამის შემდგომ გავაკეთებთ ახალ პროგნოზირებას, მომავალი წლიდან ვინ შეიძლება გავიდეს სავარაუდოდ პროფესიიდან და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე გავაკეთებთ ეროვნულ სკოლას, შესაბამისად ზუსტად გვეცოდინება, რომელ რაიონში რა საგნის მასწავლებელი დაგვჭირდება. ჩვენ ეროვნულ სკოლას ვაკეთებთ მიზნობრივად. ანუ თუ გვჭირდება მაგალითად 127 ქიმიკოსი, ზუსტად ვიცით ლანჩხუთში რამდენი გვჭირდება, ჩოხატაურში რამდენი გვჭირდება და ყველა სხვა რაიონში. როცა ამ კონკურსს ვაცხადებთ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რამდენი ადგილი გვაქვს და სად აქვთ დასაქმების შანსი. თუ თბილისში უნდათ და არ არის ადგილი ვეუბნებით, რომ გადავამზადებთ იმ შემთხვევაში თუ მაგალითად ლანჩხუთში წავა, სადაც ადგილია.

რაც შეეხება დირექტორის სტანდარტს, ეს მზად არის და მალე გამოცდის საკითხებიც მომზადდება. ასევე ვუმზადებთ ახალ სახელმძღვანელოს, რომელიც სამაგიდე წიგნი იქნება მათთვის. დირექტორთა ეროვნულ სკოლასაც მას შემდეგ დავიწყებთ, რაც გამოცდები ჩატარდება, ამ პანდემიამ შეცვალა ბევრი რამ იცით, თორემ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.

- და ბოლოს, ხშირად საუბრობთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა შესაკვეცია, უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს ესგ-ში და როდის?

- ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხორციელდება ეს არის ახალი სკოლის მოდელი. ახალი სკოლა საკმაოდ დიდი წარმატებით მიმდინარეობს. შესაძლოა კვლევა არ ჩატარებულა და საბოლოო დასკვნებისა და შედეგებზე საუბარი რთულია, თუმცა ფაქტია ეს ახალი მოდელი ძალიან კარგად მუშაობს. ახალი სკოლა თვითონ დასახავს და გამოაჩენს საჭიროებას თუ როგორი უნდა იყოს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება