სიახლეები
ეტალონი

სენაკში ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში, წინა წლების მსგავსად, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა - ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი დაიწყო
21-09-2017
-
+


სენაკში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ირმა კუპრეიშვილის თქმით, ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში, წინა წლების მსგავსად, წელსაც ძალიან მაღალი აქტივობა იყო:

''ეტალონი'' მთელ საქართველოში ერთადერთი უალტერნატივო პროექტია, რომელიც ახალგზარდებს უღვიძებს მოტივაციას, რომ იყვნენ წარმატებულები, განათლებულები და თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებულები. რაც შეეხება ტესტირებას, წინა წლების მსგავსად, წელსაც ძალიან მაღალი აქტივობა იყო. ძალიან კარგად ჩაიარა გუშინდელმა დღემ, ორგანიზებულად ჩატარდა შესარჩევი ტური. მოსწავლეებში ძალიან დიდია მოტივაცია, რომ ''ეტალონის'' გამარჯვებული გახდნენ. კატეგორიებიდან - ''მამულიშვილი''და ''თამამი'' უმეტესობამ, 90-მა პროცენტმა, ''თამამი'' აირჩია და ეს ძალიან სასიხარულოა. შედეგები მალე გვეცოდინება, დარწმუნებული ვარ, რომ სენაკი კარგად წარმოაჩენს თავს.''

რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია აღნიშნავს, რომ შესარჩევი ტური ყველა სკოლაში ორგანიზებულად ჩატარდა:

''სენაკში 20 საჯარო სკოლაა, აქედან მხოლოდ ერთი ვერ ჩაერთო, ისიც იმიტომ, რომ ამ სკოლაში მხოლოდ დაწყებითი საფეხურია (1-ლიდან მე-6 კლასის ჩათვლით), დანარჩენი 19-ვე საჯარო სკოლა მონაწილეობდა ინტელექტ-ჩემპიონატის შესარჩევ ტურში. კერძო სკოლების ჩართულობაც მაქსიმალური იყო. მრავალრიცხოვანი სკოლებიდან 40-50 მოსწავლე მონაწილეობდა პირველ ტურში, მცირეკონტინგენტიანი სკოლებიდანაც მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო. რამდენიმე სკოლაში ვესწრებოდით ტესტირების პროცესს, ყველგან ობიქტურად და გამჭვირვალედ ჩატარდა. ახლა ფინალურ ღონისძიებას ველოდებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ''ეტალონი'' უკვე მესამე წელია ტარდება. მოსწავლეებს ძალიან უხარიათ მასში მონაწილეობა. პროექტი სწავლისადმი ინტერესის გაზრდას უწყობს ხელს, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. ამასთან, ''ეტალონისადმი'' საზოგადოების დაინტერესება ძალიან დიდია.''

"ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება