სიახლეები
ეტალონი

''ჩვენ წლევანდელი ''ეტალონის'' გამარჯვებული რაიონი ვართ, ეს ფაქტი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს'' - ცაგერში ეტალონის შესარჩევი ტური ჩატარდა
21-09-2017
-
+


ცაგერში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით ცაგერის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

აღსანიშნავია, რომ ცაგერი 2016-2017 წლის ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'', ვახტანგ ჩაჩხიანის მშობლიური კუთხეა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამახურის განათლების, კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლელა ლომთაძემ აღნიშნა, რომ მოსწავლეები ''ეტალონში'' მონაწილეობის მისაღებად დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან:

''შესარჩევი ტური ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლებში ძალიან ორგანიზებულად და ობიექტურად ჩატარდა. ამ პროექტს ძალიან დიდი დაინტერესება აქვს ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ ყველაზე დიდი დაინტერესება, ჩემი აზრით, მაინც ლეჩხუმშია. აღსანიშნავია, რომ 2016 -2017 წლის ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' ვახტანგ ჩაჩხიანი ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველაზე მცირეკონტინგენტიანი, ლაილაშის სკოლიდანაა. შარშანწინაც ჩვენი მუნიციაპალიტეტის მცირეკონტინგენტიანი სკოლის, ბარდნალის სკოლის, მოსწავლე გახდა გამარჯვებული. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან ''ეტალონში''. დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან ბავშვები ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. მთავრი ისაა, არის რომ აქ, ჩვენთან ბავშვები სწავლობენ. მეტი საქმე არ აქვთო, ესეც არ არის სწორი, აქაც არის გასართობი საშუალებები, მაგრამ აქ ბავშვები სწავლობენ. ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მათ, კლასგარეშე ლიტერატურასაც კითხულობენ, ყველა საგანს თანაბრად კარგად სწავლობენ. ერთი სიტყვით, საუკეთესო პროექტია სკოლებისთვის.''

რესურსცენტრის უფროსის ირაკლი სილაგაძის თქმით, ის ფაქტი, რომ ცაგერი წლევადენლი ''ეტალონის'' გამარჯვებული რაიონია, მათ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს:

''შესარჩევი ეტაპი ცაგერის მუნიციპალიტეტში ძალიან აქტიურად განხორციელდა. სამ სკოლაში დავესწარით ტესტირების პროცესს, ყველგან პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ პროექტს. ღირსეულად ჩატარდა ყველა სკოლაში. ჩვენ ვართ წლევანდელი ''ეტალონის'' გამარჯვებული რაიონი, ეს ფაქტი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ უფრო ორგანიზებული ვიყოთ, როგორც ჩემპიონი რაიონი. შესაბამისად, ამ პროექტს უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან პედაგოგები სკოლის დირექციასთან ერთად და უახლოეს მომავალში დარწმუნდებით, როგორი პასუხისმგებლობით განვითარდება ჩვენთან რაიონული ჩემპიონატი. ამავე დროს, ისიც მინდა, დავამატო, რომ ცაგერის რაიონი სწორედ ინტელექტუალური შესაძლებლობებით გამოირჩევა. ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობები კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენენ თავს. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა, პროექტის ღირესულ მხარეებს, იგი ნამდვილად ემსახურება ეროვნულ-საგანმანათლებლო მოტივებს და ყველა იმ რაიონის მეგობარია, სადაც განათლებას მნიშვნელოვანი ნიშა აქვს აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მცირეკონტინგენტიანი კუთხე ვართ საჯარო სკოლების მხრივ, რომელს სკოლასაც ჰყავდა პროექტით გათვალისწინებული კლასის მოსწვალეები, აბსოლუტურად ყველა სკოლა ჩაერთო.''

"ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება