მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ისტორიის გამოცდა N117 სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მშვიდად დაიწყო. გულშემატკივრებს ეტყობოდათ, რომ ქართულის გამოცდამ ყველა რესურსი გამოაცალა. ბედსშეგუებული აბიტურიენტებიც უემოციოდ გადიოდნენ რეგისტრაციას - პირველი ვნებათაღელვა გადავლილი იყო, თუმცა გულშემატკივრები ჯიუტად განიხილავდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას.
„ჩემი შვილი ისეთი კმაყოფილი გამოვიდა გამოცდიდან, მითხრა, გრანტი გარანტირებული მაქვსო“, - ამაყად განაცხადა ერთმა, - „ოჰ, მასე ჩემიც კმაყოფილი გამოვიდა, მაგრამ სახლში რომ გაიაზრა, მიხვდა, რომ აცდენილი იყო თემას“, - ოცნება არ დააცადა მეორემ. „ყველას თავის შვილი ვუნდერკინდი რომ ჰგონია, იმიტომაც ვართ კარგ დღეში“, - გამოეხმაურა მესამე და აქ ატყდა ამბავი - ვისი შვილი ვისზე ჭკვიანი იყო, ისე ეჯიბრებოდნენ, თითქოს მათი სიტყვები ბავშვების გონებრივ შესაძლებლობებს უპირობოდ განსაზღვრავდა.
ამასობაში აპლიკანტებმა გამოცდიდან გამოსვლა დაიწყეს, თუმცა პირველმა ოთხეულმა კითხვას - რა საკითხები შეხვდათ - საერთოდ ვერ უპასუხა. „აუუ, არ ვიცი“, - გაინაზა ერთი,- „არ მახსოვს, თორემ გეტყდით“, - მიჰყვა მეორე, მესამე, მეოთხე და უცებ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჩაილაპარაკა - ამათ აზრი ვერ გამოუტანიათ და რას დაწერდნენ გამოცდაზეო. აქ კი მშობელთა კინკლაობის მეორე სერია დაიწყო - „რას ჰქვია აზრი ვერ გამოაქვთ?! უბრალოდ არ გვპასუხობენ, თორემ ძალიანაც ჭკვიანები არიან. აი, ჩემი შვილი...“ – „ხმაურის გარეშეეე!“ - სიტყვა არ დაასრულებინა დაცვის თანამშრომელმა, თორემ ალბათ კიდევ კარგა ხანს მოგვიწევდა მისი შვილის IQ-ს შესახებ ისტორიების მოსმენა.
ამ დროს აპლიკანტი გოგონა გამოვიდა და სულ წვრილად მოყვა, რა საკითხები შეხვდა - წყარო მონღოლებზე, რუკა კონსტანტინოპოლის აღებაზე, დათარიღება პირველ მსოფლიო ომზე და აქ უკვე მშობელთა ისტერიკის მესამე განყოფილებაც გათამაშდა. „საქართველოს ისტორია ბარდება თუ მსოფლიოსი?! რა უბედურებაა ეს! აუცილებლად ვიტყვი მე ამას, სადაც საჭიროა“,- გამოენთო გულშემატკვარი, თუმცა მისთვის უკვე ყურადღება არავის მიუქცევია. ისტორიის გამოცდის პირველი სესია დასრულდა და ყველას შინ მიეჩქარებოდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა