სიახლეები
სიახლეები

„პანდემიის გამო,მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი საკითხებში საერთოდ არ შეუტანიათ“-ნაოპერაციები აპლიკანტი და ქალი, რომელიც 4 წელია გამოცდებს ესწრება
12-07-2020
-
+


აბიტურიენტები დღეს ისტორიის გამოცდას აბარებენ. ოჯახის წევრები მათ საგამოცდო ცენტრის გარეთ ელოდებიან. გულშემატკივართა შორის, ერთი ქალბატონი ზედმეტად ნერვიულობდა.

„როგორ ვიქნები, ნანა, მთელი ღამე არ მძინებია. ნაოპერაციები ბავშვი როგორ უნდა მოგვეყვანა გამოცდაზე, წარმოდგენა არ მქონდა“. ამ სიტყვების გაგონებაზე, ქალბატონს სხვა გულშემატკივრები შემოესივნენ - „ბრმა ნაწლავის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ძლივ დადის, თან ჭრილობა აწუხებდა. ახლა რომ არ გავსულიყავით, წელს კარგავდა და ამიტომ თვითონ არჩია ასე...“ - საყოველთაო განმარტებებს აკეთებდა აპლიკანტის ბებია.

„წელს რთული გამოცდა არ იქნება, ისედაც არაა რთული, მაგრამ პანდემიის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი საკითხებში საერთოდ არ შეუტანიათ“, - დაამშვიდა ნაოპერაციები აპლიკანტის ბებო გულშემატკივარმა, - „კარგად ვიცი, რა სირთულის ტესტებია. მეოთხე წელია ეროვნულ გამოცდებს ვესწრები“. ამ განცხადებას გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ქალბატონმა ზედმიწევნით იცოდა საკითხები, რომლებიც წინა წლებში აბიტურიენტებს შეხვდათ და მშობლებს მცირე ისტორიული ექსკურსიც ჩაუტარა, ჩვენ კი გავარკვიეთ, რომ ეს ქალბატონი ჯერ შვილს, შემდეგ ძმისშვილებს და უკვე წელს, დისშვილს გულშემატკივრობს. მეოთხე წელია ეროვნულ გამოცდებზე დადის და იხუმრა კიდეც, რომ არ მოვიდე, ალბათ „არას“ დამიწერენო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება