მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 ივლისს ნუ აყვებით პროვოკაციებს - აქტიურები იქნებიან კუროები, სასწორები და თხის რქები. 15 ივლისს ხალხის მასაში ნუ გაერევით. 16 ივლისს კი ნუ იქნებით ცნობისმოყვარე და ნუ აჰყვებით აზარტულ თამაშებს. ხოლო 17 ივლისს ნაკლები ილაპარაკეთ, სხვებს მოუსმინეთ და თავისუფალი გრაფიკით გაიარეთ დღე.
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი:
ვერძი: რთული პერიოდი გაქვთ, შეიძლება თავი იჩინოს ძველმა, დაუსრულებელმა ურთიერთობებმა და საოჯახო პრობლემებმა. საქმეშიც გაქვთ დამაბრკოლებელი ფაქტორები. ამიტომ მშვიდად გაიარეთ ეს დღეები და მოემზადეთ შემდეგი კვირისთვის. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერიდეთ.
კურო: პირველი ნახევარი კარგია, აქტიური და შარმიანი ხართ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ხელშეკრულებების დადება შეგიძლიათ. 16 ივლისიდან შეამცირეთ აქტიურობა. ამასთან, შემდეგი კვირა რთული იქნება და ამ დღეებში მოასწარით და დაასრულეთ საქმეები.
ტყუპები: ფლირტის დიდოსტატი ხართ. ახალი ნაცნობობის პერიოდია. ფინანსების მიზიდვაც შეგიძლიათ, კარგი ინტუიცია გაქვთ ამ კუთხით. საქმიანი შესაძლებლობებიც კარგი გაქვთ. დროსტარებისკენ მიდრეკილება დიდ ფულს, დროს და ენერგიას გახარჯინებთ, ამიტომ ფრთხილად იყავით და ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ.
კირჩხიბი: ეს არის ბოლო, ყველაზე კარგი კვირა ამ თვეში. შემდეგ უკვე ენერგოტონუსი დაიწევს და შვებულებისთვს უნდა მოემზადოთ. ეს დღეები გამოიყენეთ პირადი ურთიერთობებისთვის, შარმი დიდი გაქვთ. შემოქმედებითი კუთხითაც კარგი დროა, იუმორიც დაგეხმარებათ.
ლომი: თქვენთვის ეს კვირა რთულია. შემდეგი კვირიდან უკეთესი პერიოდი დაგეწყებათ. ამ დღეებში მოერიდეთ ხალხის მასას. ჭორების, ინტრიგების, არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა მაღალია. აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან.
ქალწული: ერთ-ერთი წარმატებული დროა. აქტიური, ინიციატივიანი და ორგანიზატორული ხართ. რთულ საქმეებსაც გაუმკლავდებით. წარმატების მიღწევა შეგიძლიათ, მთავარია იაქტიუროთ.
სასწორი: ერთის მხრივ ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, მაგრამ საქმიანი კუთხით კარგი დროა. ყველაფერი გამოგდით. თან დაისვენეთ და თან საქმეებსაც მიხედეთ, თუ შეძლებთ ბალანსს, წარმატებული იქნებით.
მორიელი: ძალიან კარგი კვირა გაქვთ. შარმიანი, აქტიურები ხართ. ნებისმიერ უცხოელს მოხიბლავთ. ინტუიცია გაქვთ მაღალ დონეზე, ყველაფერი გამოგდით. ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ავტორიტეტი გემატებათ.
მშვილდოსანი: ახლა რთული პერიოდი გაქვთ, კამათისკენ მიდრეკილება მაღალია, ამიტომ მეტი თავდაჭერა გმართებთ. იუმორი და ოპტიმიზმი მოიხმეთ. შემდეგი კვირიდან „მზე თქვენთვისაც გამოანათებს“.
თხის რქა: ერთ-ერთი საუკეთესი პერიოდია. რომანტიული ურთიერთობები, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, პროფესიული წინსვლისთვის, წარმატების ფაქტორები თქვენს მხარესაა. ბევრი უნდა მოასწროთ ამ კვირაში, არ დაკარგოთ ეს დრო.
მერწყული: საკუთარი თავის იმედი გქონდეთ, სხვის იმედზე ნუ იქნებით. თუმცა გამოცდილი ადამიანების რჩევებს მოუსმინეთ. ოჯახური სტაბილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია შემდგომი წარმატებისთვის. ბევრი დაბრკოლება გექნებათ. შედეგი კვირიდან სასიკეთო პერსპექტივები გამოჩნდება.
თევზები: წარმატებული ხართ. იუმორი, შემოქმედებითი ნიჭი და მიმზიდველობა - საქმიანი კუთხით ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ. წარმატების შანსი ყველა დონეზე მაღალია, კარგად მოქმედებთ და იაქტიურეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა