მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისველის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე თამთა ბერიძე ჩანაწერს გვიზიარებს. თამთა მშობლების სიყვარულსა და მათ სიცოცხლეშივე დაფასებას გვირჩევს:
მოეფერეთ მშობლებს, აგრძნობინეთ ცოცხალს, სიყვარული და სითბო!
„სად არის მამაჩემი? ვინ არის მამაჩემი? იქნებ წყალშია ანდა მიწაში, იქნებ ცაშია დიდ და უღრანში, იქნებ ის ხეა, ზედ რომ მიყურებს, იქნებ ის კენჭი, ძირს რომ აგდია. იქნებ ის ცრემლი დედის თვალებზე, იქნებ ის მზერა ბაბუს სახეზე. იქნებ ის გული ბებოს გულმკერდში, იქნებ ის ბრაზი ჩემ ძმის ხელებში, იქნებ ის მცველი გულის კარებში იქნებ წყალია, ჩვენს ორგანიზმში. იქნებ ის დროა უკვე გასული, წასული და მასსავით გადაკარგული, წყნარი მშვიდი და მივიწყებული, თან უხსოვარი განმტკიცებული მამაა ჩემი ღიმილი, ჩემი სევდა და ჩემი ამაგი. მამაჩემი ხომ ერთადერთია მამაჩემი ხომ ყველაფერია. ის ხომ მამაჩემია.
მშობელს ადამიანის ცხოვრებაში დიდი როლი და გამორჩეული ადგილი უჭირავს, დედის განსაკუთრებულობა, ჩემი აზრით, თვალის და გულის ნათელია, რადგან უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვთან ურთიერთობაში. დედა ზრუნავს, ფიქრობს და განიცდის, ჩუმად უთქმელად გამოხატავს თავის წუხილს, ელვის სისწრაფით ჩნდება მაშინ, როდესაც მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება. მთელი ცხოვრება უანგაროდ გვემსახურება, ნერვიულობს და ცრემლებსაც ღვრის, დედებზე ლექსებსაც წერენ. მაგრამ მამებზე რატომ არ წერენ ლექსებს? რადგან ის არასდროს ტირის? რადგან ის ყოველთვის მკაცრი ჩანს? რადგან მამები ბევრს გვიკრძალავენ? მამები სიყვარულს არც ისე ძლიერად გამოხატავენ, როგორც დედები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ნაკლებად ვუყვარვართ. უბრალოდ ჩვენი ბედნიერება სურთ. ამბობენ: სანამ არ დაკარგავ მანამდე ვერ გაიგებ მის ფასსო? ამიტომ დააფასეთ მშობლები სიცოცხლის ყველა ეტაპზე, გაამხნევეთ თქვენი სიყვარულით, მიეცით ძალა და იმედი, რომ გარდამავალ პერიოდში მათი ხსოვნა უკვდავი იყოს. ახლა ალბათ ის ადმიანებიც კითხულობენ ამ წერილს, რომლებსაც ჩემსავით მამებთან ჩახუტება არ შეუძლიათ. გახსოვდეთ: იცხოვრეთ დღევანდელი დღით და დააფასეთ ის ადმიანები, ვინც სიცოცხლე გაჩუქათ და შეგინარჩუნათ!“-წერს მოსწავლე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს