მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგამოცდო ცენტრებთან გულშემატკივრებს დრო საუბარში გაჰყავთ. ისინი აბიტურიენტებზე არანაკლებ ნერვიულობენ. ზოგს საკუთარი შვილის იმედი აქვს და თავდაჯერებულად იცდის, ნაწილი კი მღელვარებისგან დამამშვიდებელ წამალს სვამს.
„გავაფრთხილე, მოგკლავ-მეთქი. მეხუთე კლასიდან მათემატიკაში ვამზადებ, იმდენი ფული მაქვს ჩაყრილი. მაქსიმალური ქულა უნდა აიღოს და ჯავახიშვილში მოხვდეს, არ მაინტერესებს, სხვა უნივერსიტეტებს არც განვიხილავ“, - ამბობს დედა და გამოცდიდან ჯერ არგამოსულ შვილს ემუქრება.
„ნუ ჩამიხველე ყურში, გაიწიე იქით, შენ ვერ გაიგე კორონააო? აქ არაფერი ამკიდო ისედაც ჩემი გამჭირვებია“ - მიმართა აბიტურიენტის მამას მარაოიანმა ქალმა.
„ნეტა რაში სჭირდებოდა მათემატიკა, წლები გადის და კვადრატული განტოლებაც კი არ გამახსოვრდება. აიკვიატა რა“,-ქოთქოთებდა დედა, რომელსაც შვილმა არ დაუჯერა, ფილოლოგი გამხდარიყო.
„ამ შორტებით რომ დადიან, იმიტომ ხდება ჩხუბები. ასე როგორ უნდა მოხვიდე გამოცდაზე, ზღვაზე ხარ?“, - ბრაზობდა ბიჭის დედა, რომელიც აბიტურიენტების ჩაცმულობამ გააღიზიანა.
ჩვენი ყურადღება გულშემატკივარმა მიიქცია, რომელიც წიგნებით იყო წამოსული.
„ეს წიგნი ორი წლის წინ ვუყიდე და დილის 6 საათზე ჩაჰკირკიტებდა. ავდექი და წამოვუღე, ახლა გავიგე, ფორმულები იქვე აქვთო მოცემული, მარტო გამოყენება უნდა იცოდეო, კია ღირსი ვურტყა თავში“.
„წყნარად იყავით ან ტერიტორია დატოვეთ“, - მიმართა გულშემატკივრებს მანდატურმა, რომლის შვილიც საგამოცდო ცენტრში ტესტს წერდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა