მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019-2020 სასწავლო წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით დაინერგა „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით მუშაობდა მხარდამჭერთა ჯგუფი. მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებმა სკოლის დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივს და ტექნიკურ პერსონალს თავდაუზოგავი შრომისა და გულწრფელი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა წერილით გადაუხადეს.
„თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივს, ტექნიკურ პერსონალს:
ძვირფასო პედაგოგებო, ჩვენი თანამშრომლობის 1 წელი მიიწურა, ჩვენთვის დიდი პატივი იყო „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში თქვენ გვერდით მუშაობა, გვინდა მადლობა გითხრათ თავდაუზოგავი შრომისა და ასეთი გულწრფელი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ჩვენ ერთობლივად ბევრი რამ შევძელით. თქვენი პროფესიონალიზმი და მონდომება ნამდვილად დასაფასებელია. მუდმივად ვგრძნობდით უდიდეს ყურადღებას და პროექტისადმი კეთილგანწყობას სკოლის თითოეული თანამშრომლისგან, გვიგულეთ მუდმივად ერთგულ გულშემატკივრებად“, -აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს სოფიკო სიუკაევა, შორენა გვენეტაძე აწერენ.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს