სიახლეები
სიახლეები

„მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულებას ადგილი ჰქონდა“ - პროკურორი​
14-07-2020
-
+


14 ივლისს, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა და ბრალდების მხარის 3 მოწმე დაიკითხა.

როგორც მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ კი განცხადა - სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ პოლიციის განყოფილებაში მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ლუკა სირაძეზე ჩვენების მიცემის იძულებას ჰქონდა ადგილი:

„სხდომებზე სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ცალსახად იკვეთება, რომ ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2019 წლის 10 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე ჩვენების იძულებას. ამ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩოლოიანმა ნამდვილად მოახდინა ფსიქოლოგიური ზემოქმედება არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე, მოწმეები ცალსახად ადასტურებენ. დღეს დაკითხული მოწმეები სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის განყოფილებაში მყოფი პირები არიან, რომლებიც შემხებლობაში არ არიან „მწვანე სკოლის“ მოხატვის საქმესთან დაკავშირებით".

შემდეგი სასამართლო პროცესი 16 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება