სიახლეები
ეტალონი

''წალენჯიხაში ''ეტალონის'' მიმართ ყოველთვის ძალიან მაღალი დაინტერესებაა''
21-09-2017
-
+


წალენჯიხაში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ნანა მოლაშხიამ აღნიშნა, რომ წალენჯიხაში ''ეტალონის'' მიმართ ყოველთვის ძალიან მაღალი დაინტერესებაა:

''წალენჯიხაში ''ეტალონის'' მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა. 30 სკოლა მონაწილეობდა შესარჩევ ტურში და მინდა აღვნიშნო, რომ ჩართულობა ყოველთვის ასეთი მაღალია. ყველა სკოლაში ორგანიზებულად ჩატარდა, რაც მთავარია, გამჭვირვალედ. მე რამდენიმე სკოლაში ვესწრებოდი. მივესალმებით ინტელექტ-ჩემპიონატს, ძალიან კარგი პროექტია და გვინდა, რომ დიდიხანს გაგრძელდეს.''

რესურსცენტრის უფროსის ლირა ღურწკაიას თქმით, მოსწავლეები მაქსიმალურად მოტივირებულები და დაინტერესებულები არიან, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა:

''წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული 30 საჯარო სკოლიდან, 30-ვეში ჩატარდა ''ეტალონის'' შიდა სასკოლო შესარჩევი ტური. მოსწავლეები მაქსიმალურად მოტივირებულები და დაინტერესებულები არიან, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა. ''ეტალონი'' ერთადერთი პროექტია, რომელიც ბავშვებს ძალიან დიდ სტიმულს აძლევს. ეს არის პროექტი, რომელიც მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებასა და მათ წარმოჩენაზეა ორიენტირებული. ტესტირების პროცესს რამდენიმე სკოლაში დავესწარით. ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გამოგზავნილი ინსტრუქციის სრული დაცვით ჩატარდა ყველგან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი პროექტია. წალენჯიხა მიესალმება ''ეტალონს''.

"ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება