მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აპლიკანტებმა, რომლებმაც დრო მაქსიმალურად გამოიყენეს, საგამოცდო ცენტრი დროის ამოწურვის შემდეგ დატოვეს და მათემატიკის პირველი ვარიანტის ტესტებს აფასებენ. მათი თქმით, ოთხქულიანი ამოცანები საკმაოდ რთული იყო და დიდ დროს მოითხოვდა, ამიტომ ნაწილმა მათი ამოხსნა არც სცადა.
„ყველა საკითხი დავწერე, ტესტური ნაწილი, 30 კითხვა ძალიან მარტივი იყო, იყო პროცენტები, ოთხქულიანი იყო მოძრაობის გრაფიკის აგება, გეომეტრიიდან იყო მაღალქულიანები, სააზროვნო თეორიული ნაწილი შედარებით რთული იყო, თუმცა წინა წლის ტესტებთან შედარებით მარტივი მომეჩვენა. ყველა საკითხის დასაწერად დრო საკმარისზე მეტია“.
„ოთხქულიანი იყო ძალიან რთული, ტესტური ნაწილი, ერთქულიანები მარტივი იყო, თუმცა ორი ერთქულიანი გამიჭირდა. ოთხქულიანები დავწერე“.
„ოთხქულიანი ნაწილი საკმაოდ რთული იყო, გეომეტრიული ნაწილიც იყო და ალგებრულიც. ერთქულიანებში 2-3 საკითხი საკმაოდ რთული იყო, 3 ქულით რომ უნდა ფასდებოდეს ისეთი. ყველაფერი დავწერე. კმაყოფილი ვარ, მაღალ ქულას ველოდები“.
„პირველი 30 ისეთი მარტივი იყო დაწყებით ცოდნას ამოწმებდა. მაღალქულიანები იყო ფიგურები გეომეტრიული ნაწილი და მანძილებზე იყო კიდევ. ოთხქულიანი არ დამიწერია, დანარჩენი - ყველაფერი“.
„ყველა დავწერე ბოლოს გარდა. როგორც ყოველთვის, მარტივებით იწყებოდა და რთულდებოდა. ერთი ოთხქულიანი დავწერე, მაღალქულიანები პარამეტრები იყო, ფუნქციები და ა.შ“.
„ყველა დავწერე, იყო მანძილზე და დროზე ამოცანა, ტრაპეციის ფართობი იყო მოცემული, სინუსი მახვილი კუთხის და გამოთვლები გჭირდებოდა. 38-ე საკითხი გამირთულდა ცოტა, სხვა ყველაფრის კმაყოფილი ვარ“.
ხვალ აბიტურიენტებს გამოცდა კიდევ მათემატიკაში ჩაუტარდებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა