მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომელიც მწვავე განხილვის საგნად იქცა, როგორც ირკვევა, არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე - ანუ საჯარო სკოლებზე, არამედ კერძო სასწავლო დაწესებულებებზეც ვრცელდება.
„სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე სქემაში ჩართული კერძო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებზე, ადმინისტრაციებსა და მასწავლებლებზე“, - ვკითხულობთ სქემის პირველი თავის, N1 მუხლის, მესამე პუნქტში და აქ განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს, რადგან მიიჩნევს, კერძო სკოლების მოქცევა მარწუხებში, კარგს არაფერს მოგვიტანს.
„აქამდე, სქემა ეხებოდა საჯარო სკოლებს, ახლა კერძო სკოლებსაც ავალდებულებენ, დაემორჩილონ, რატომ?! რატომაა კერძო სკოლები ასეთ მარწუხებში მოქცეული?!
კერძო სკოლაში მშობელი იხდის თანხას, არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა და მშობელი - ბაზარი არეგულირებს ბევრ რამეს. არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა გააკონტროლოს ეს ყველაფერი, მაგრამ არა იმ დოზით, რა დოზითაც შეჭრილია სახელმწიფო კერძო სექტორში.
საქმე ის გახლავთ, რომ სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს მინიმალური სტანდარტი; სტანდარტებიდან გამოდის პროგრამები, ეროვნული სასწავლო გეგმა... კონსტიტუციის თანახმად, სტანდარტს აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება და არა ქვესტრუქტურები, რომლებიც არის მილიონი, ყველა შეჭრილია კერძო სკოლაში და ვისაც არ ეზარება, წეწავს. ეს არის არადემოკრატიული სახელმწიფოს ნიშან-თვისება.
არავინ დავობს - სტანდარტი უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ კერძო სკოლა რომელი სახელმძღვანელოთი შეასრულებს ამ სტანდარტს, სახელმწიფოს არავინ ეკითხება! ეს არის, პრაქტიკულად, მათი შიდა სამზარეულო, საიდუმლო, რომელსაც თუ გაეცნობა სამინისტრო, არ უნდა გახადოს ეს ინფორმაცია საჯარო.
რაც შეეხება, მასწავლებლების საკითხს - თუ ყველაფერი რაც საჯარო სკოლაშია, ერთი ერთზე განხორციელდება კერძოშიც, მაშინ რაში უნდა გადაიხადოს თანხა მშობელმა - მხოლოდ იმაში, რომ გახანგრძლივებულში დატოვოს ბავშვი?! გახანგრძლივებული საჯარო სკოლებშიცაა, მშობელი კი თანხას იხდის იმაში, რომ იქ ასწავლიან ძირითად საგნებს გაორმაგებული დოზით სხვადასხვა სახელმძღვანელოთი, საერთაშორისოდ აღიარებული წიგნებით; გარდა ამისა, ჰყავთ საგულდაგულოდ შერჩეული კადრები და გაუგებარია, რატომ შლიან ამ ყველაფერს, ვინ ეკითხებათ? კერძო სკოლაში კარგი მასწავლებელი თუ არ იქნება, მშობელი ხომ არ მიიყვანს იქ შვილს“, - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს