მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტების შეფასებები კი ტესტის სირთულესა და სიმარტივის შესახებ ხშირად არ არის თანხვედრაში და განსჯის საგანი ხდება.
აპლიკანტების ნაწილი უკმაყოფილოა მათემატიკის გამოცდაზე გასული აბიტურიენტების მიერ წამოწყებული დისკუსიით, რომ ისტორიის გამოცდა მათემატიკასთან შედარებით გაცილებით მარტივია და აუცილებელია ამ გამოცდის გართულება.
აბიტურიენტების ამ დამოკიდებულებას, ერთ-ერთი აპლიკანტი ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„მივმართავ იმ ბავშვებს, რომლებმაც მათემატიკა ჩააბარეს და ისტორიის ბავშვებს „თავზე გადაგვიარეს“!
ვაიმეე რა მარტივია ისტორია, მაგას ხო მეც დავწერდი, უნდა გაართულონ მომავალ წელს მასე სადააა... და მსგავსი სისულელეების თქმას მოეშვით. ისტორიას უნდა შრომა, ყოველ დღე კითხვა, სწავლა, ათასჯერ გადამეორება, ანალიზი და აზროვნება, ისტორიის გამოცდაზე არ მოდის კითხვები - ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელი ან დავით აღმაშენებელიო, აქ უამრავი კითხვა დამაბნეველი და დაწვრილმანებულია. თვალი მოკარით ჯვაროსნებს, მაკედონელს და უი, რა უნდა, მაგას ხო მეც დავწერდიო.
გამოცდებს ადგენენ კომპეტენტური ადამიანები და კარგად იციან სად რა სირთულის ტესტებია საჭირო. მე მთელი წელი ვეჯექი ისტორიის წიგნის, ყველაფერი დაწვრილებით ვიცოდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო და დარწმუნებული ვარ ვინც ლოგიკურად მსჯელობს, იგივეს ფიქრობს.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ ისტორიაში მაქსიმალური ქულაც დიდი ხანია არავის მიუღია და ეს ფაქტია იმის, რომ აქაც არის დამაბნეველი და ორაზნოვანი კითხვები.
ხო და კიდევ, თუ მათემატიკას აბარებდით, ისიც უნდა გცოდნოდათ, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი მომზადება არაა საჭირო მაღალი ქულისთვის, ამას ტექნიკური უნარებიც სჭირდება.
მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები ყველას !“ - წერს აბიტურიენტი.
ცნობისთვის, ისტორია სავალდებულო საგანია ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე ჩასაბარებლად, მათემატიკა კი ტექნიკური პროფილის არჩევისას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა