სიახლეები
სიახლეები

ვინ ასწავლის „გამქრალი“ პედაგოგების ნაცვლად? - პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის წერილი მასწავლებელთა ახალ სქემაზე
15-07-2020
-
+


პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დათო ფერაძე „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ ვრცელ წერილს ავრცელებს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალ სქემას განიხილავს. 

შენიშვნა: აღნიშნული წერილი და მასში გამოთქმული შეფასება/მოსაზრებები ეკუთვნის პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს და შესაძლოა, არ ასახავდეს Etaloni.ge-ს რედაქციის პოზიციას. 

ახალი საგანმანათლებლო კოლაფსის მოლოდინი და დაბრკოლებად ქცეული სქემა

რატომ მომრავლდა პრეტენზიები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რომ  ზედმეტი პარაზიტიზმის და კორუფცია-ნეპოტიზმის მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, არაერთხელ მითქვამს. ეს აქ დასაქმებულთ ბრალი კი არაა, საფუძველში არის ჩასხმული კორუფციის დუღაბი. მითქვამს ისიც, რომ რაღაც პერიოდი ბევრ საყურადღებოს და მისაღებს ამბობდა ამ ცენტრის ხელმძღვანელი შუკაკიძე, რაც მის მიმართ კოლეგიალურ კეთილგანწყობას განაპირობებდა. კოლეგიალურს იმიტომ, რომ სისტემაში, რომელზე ვისაუბრებ, ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ პიროვნულად არც ახლა ვერჩი. ჰოდა, სწორედ კონცეფციური ერთგვარი თანხვდომის მიუხედავად, უცებ რა მოხდა, რამ გააბრაზა ეს ბატონი და რა ძალამ უკარნახა და მიაბრუნა სქემის ხელახალი გაბიუროკარტიურებისკენ

მარტო ბატონი ბერიკა რომ დავადანაშაულოთ, ძალიან გულუბრყვილო ვიქნებით, მაგრამ კაცმა საკუთარი სტრატეგიის დაცვა თუ რამდენჯერმე ვერ შეძელი, თან, როდესაც საამისო ძალამოსილება გაქვს, მაშინ წადი სახლში. და თუკი საქმე გვაქვს სტრატეგიის ცვლილებასთან, ეს ხომ უარესი. ან, რა მნიშვნელობა აქვს ერთი კაცია ამ დავიდარაბის შემქმნელი თუ სხვებიც? ბარონ-ქალბატონებო, ვინ მოგცათ იმის ლეგიტიმაცია, ან სად გაქვთ იმხელა ინტელექტუალურ-მეცნიერულ-მორალური ბაზა, რომ  როგორც და რამდენჯერაც და როგორც გინდათ ისე ჭრით და კერავთ პედაგოგებისა და განათლების ბედს? იკვეთება რომ, პედაგოგების საგნობრივ პროფესიულ აკადემიურ კომპეტენციებს არარად მიიჩნევენ, მაგრამ თავად ვინ ბრძანდებით? ვინ შეაფასა და რა საკონონმდებლო ნორმამ განსაზღვრა გნებავთ თავად შუკაკიძის (კიდევ ვიმეორებ, ჯერ-ჯერობით მის მიმართ კეთილგანწყობის ვინარჩუნებ) და მისი სამუშაო ჯგუფების, ან ახალი სქემით განსაზღვრული „ტიპების“, გარე დამკვირვებლების, ტრენერების, გამომცდელების და ა. შ  კომპეტენციები? რა  აქვთ მათ იმათზე მეტი, ვინც უნდა შეამოწმონ?  ამ ჯგუფისადმი აქამდეც უამრავი პრეტენზიული შეკითხვა არსებობდა და  კიდევ უფრო მოიმატა მას შემდეგ,  რაც ბატონმა პრემიერმა ხელი მოაწერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ბოლო სქემის ამოქმედების დადეგენილებას.

განვითარების თუ დაბრკოლების სქემა

ჰოდა, ვუყურებ ძალაში ახლად შესულ სქემას და ვამჩნევ, რომ სათვალავი უკვე ამერია. ეს მგონი, მე-13 ან მ-14 სახეშეცვლილი სქემაა და მხოლოდ ზეციურმა თუ უწყის  კიდევ რამდენჯერ შეცვლიან. წელს ხომ ყველა „პრაქტიკოსი“ პედაგოგი პოტენციური უსტატუსოები არიან,  შემდგომ სქემაში, ალბათ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონენი გამოემშვიდობებიან სკოლებს.  არადა, სქემის სახელწოდება გვეუბნება, რომ მასწავლებელს ის აძლევს პროფესიული განვითარბისა და კარიერული წინსვლის საშუალებას. და როგორ, როდესაც ქვედა საფეხური საერთოდ გაუქმდა და ვინც იქ იყო, ის არათუ „განვითარებაში“, არამედ, საერთო მასწავლებლობის მიღმა დარჩა? ან სხვა ტატუსის მქონეებს  როგორღა ეძლევა წინვლის საშუალება, როდესაც ძლივს მორყეული ამხელა ბიუროკრატიული კედელი ხელახლა აღიმართა? ამიტომ, სჯობს „განვითარების“  კი არა დაბრკოლების სქემა ვუწოდოთ მას.

კოლიზია და არალეგიტიმურობა

საუბრის ამ ნაწილში უნდა აღვნიშნო რომ „დაბრკოლების სქემა“ იმთავითვე წინააღმდეგობაში, კოლიზიაში მოდის კანონთან ზოგადი განათლების შესახებ (მოდი, მას კზგ-ს ვუწოდებ). იურისტები დამეთანხმებიან (და თუ არ დამეთანხმებიან მით უკეთესი), რომ სქემის ამოქმედებამდე აუცილებელი იყო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება კზგ-ში. როგორც ჩანს, ეს არ მოხდა და ამან წარმოქმნა ხსენებული კოლიზია. ახლა ჩემ წინაშეა კზგ-ს ბოლო 16.06.2020 წლის ვერსია. ამ კანონის 21-ე მუხლი, მაგალითად,  ნათლად განსაზღვრავს ე.წ. მაძიებლის ცნებას და მის ფუქნციებს. სქემაში კი მაძიებელი გამქრალია. რაც სქემას უკვე არალეგიტიმურს ხდის. 

კზგ-ს მეორე მუხლით ასევე განსაზღვრულია  მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლების ფუნქციები და ცალსახად წერია, მოწვეული მასწავლებელი  მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს და ა.შ.  ხოლო შემცვლელი მასწავლებელი − დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელი პირია, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგნებს იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა მასწავლებლით დაა.შ.  კზგ-ს მუხლი 21-ით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის ვალდებულება არ ვრცელდება მოწვეულ  და შემცვლელ მასწავლებელზე;  სქემამ კი კოლიზია წარმოქმნა, რადგან მე-5 მუხლში წერია კზგ-სგან  სრულად საპირისპირო:  ეს სქემა ვრცელდება  მასწავლებლებზე, მათ შორის, მოწვეულ ან/და  შემცვლელ მასწავლებლებზე, ეს მეორე არგუმენტი სქემის არალეგიტიმურობის შესახებ.

ახლა ვნახოთ, რა კოლიზია წარმოქმნა ახალი სქემით პრაქტიკოს მასწავლების სისტემიდან გაუჩინარებამ. კზგ-ს 21-ე მუხლის თანახმად მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ბ) უნდა ჰქონდეთ განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; გ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი; დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  ვ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. და რომელ მუხლს არ აკმაყოფილებდა აქედან აწ გაუჩინარებული პრაქტიკოსის სტატუსი მქონე მასწავლებელი და თუ აკმაყოფილებდა, რის საფუძველზე ჩამოერთვა მას მასწავლებლობა, მხოლოდ სქემის საფუძველზე? და ესეც არალეგიტიმურობის მორიგი ფაქტი. 

კიდევ უფრო კონკრეტულად:

კზგ-ს  (მუხლი 21, 7)  მიხედვით, სადაც საუბარია მასწავლებლის საქმიანობის დაწყება-შეწყვეტის, ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესზე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა  და შეწყვეტის საკითხს წყვეტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისივე  დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად. ოღონდ ეს წესი უნდა გამომდინარეობდეს კზგ-დან. შუკაკიძის უწყებამ  და პრემიერმა ერთად თუ ცალ-ცალკე კი, როგორც ჩანს სამინისტროს ეს ფუნქცია “ჩამოაჭრეს“ და სამინისტროს გვერდის ავლით მასწავლებლობის საქმიანობის უფლება შეუწყვიტეს პრაქტიკოს მასწავლებლებს.  რაც ასევე უკანონოა და სამინისტროს ფუნქციაში ჩარევაა. არადა, კზგ ნათლად განსაზღვრავს, რომ ეს არ იყო პატივცემული შუკაკიძის „კანტორის“ უფლებამოსილება, და რომ მის უწყებას უკვე მოცემულობაში მყოფი პედაგოგისთვის მხოლოდ მხოლოდ მასწავლებლის პროფესიული განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვის ვალდებულება აქვს და არამც და არამც საქმიანობის შეწყვეტის.

რა გამართლება აქვს მუდმივ „რევიზიას“?

კზგ-ს და მერე უკვე სქემაში აქცენტირებული მიმართულების მიხედვით  სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. ორიენტირი მოსწავლეზეა, მაგრამ   ეს გართულებული ბიუროკრატია საერთოდ რომ მიღმა ტოვებს მოსწავლეს?

ახლა არსობრივად შევეხოთ მასწავლებლის პროფესიისადმი რევიზიონისულ დამოკიდებულებას. გასაგებია, რომ ეს რეგულირებადი პროფესიაა, მაგრამ, ვნახოთ ეს რეგულირებაა თუ სხვა რამე:

სასაცილოც კი არის, რომ საქართველოს უნივერსიტეტების „გამოჩეკილი“ სპეციალიტები მართლა საუკეთესო სპეციალისტებად ჩათვალო. ვინ არ იცის, რომ ყოველ ჩირგვთან უნივერსიტეტია და 100-ში 99 დიპლომირებულია. მაგრამ ეს მარტო პედაგოგს ეხება?. როგორი გზით „განათლდნენ“ და როგორი ექიმები, ინჟინრები, ტექნოლოგები, იურისტები და სხვა სპეციალისტები გვყავს და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რომ არის ნამდვილი პროფესინალი, ეს  სადავო არაა. მაგრამ განა სახელმწიფომ არ გამოუცხადა ნდობა იმ უმაღლეს სასწავლებლებს, ვინც ამ „სპეციალისტებს“ უშვებს? განა სახელმწიფომ არ აღიარა ამ სასწავლებელთა სტანდარტთან შესაბამისობა და ამგვარი მიდგომით მათი დიპლომის ძალა? პედაგოგების დიპლომებიც ხომ მათ რიცხვშია? და რა არის დიპლომი? სწორედაც რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციისა და  პროფესიული უნარების
დამადასტურებელი დოკუმენტი. მაშინ, სახელმწიფო რატომღა ითხოვს კომპეტენციების რევიზიას, თუკი ამ კომპეტენციების მიმნიჭებელ ინსტიტუციას კომპეტენტურად და სტანდართან შესაბამისად მიიჩნევს? რატომღა ითხოვს პროფესიონალიზისა და სპეციალიზაციის ხელახლა დადასტურებას? ან უნივერსიტეტის კომპეტენტურობა გადაამოწმე და მეტი მოთხოვე, ან  დიპლომის გაცემა ნუღარ იქნება სავალადებულო, ან, საერთოდ გავაუქმოთ მაშინ უნივერსიტეტები და მხოლოდ სახელმწიფომ გადაწაყვიტოს არა მხოლოდ პედაგოგების, არამედ სხვა სპეციალისტების კომპეტენციებიც. თუ ამას არ აკეთებ - მაშინ იკმარე დიპლომი. აბა,  ხო არ შეიძლება უსასრულოდ ადასტურებდეს კომპეტენციას რაიმე დარგის სპეციალისტი?
სტატუს შენარჩუნებულთა გაზრდილი ვალდებულებები

სქემის მეორე მუხლით, პირი, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედებამდე მასწავლებლის შესაბამისი  სტატუსით (გარდა პრაქტიკოსისა) განაწილებული იყო სქემაში და ამ დადგენილების ამოქმედების თარიღისათვის მასწავლებლის აღნიშნული სტატუსით დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნარჩუნდება მასწავლებლის არსებული სტატუსი). ამ მუხლით  მართალია „გაქრნენ“ პრაქტიკოსები, მაგრამ დარჩენილებს იმხელა ვალდებულებები დააწვათ, თავ-ბედის წყევალს დაიწყებენ.  ახალი სქემა ვერა და ვერ შეელია კომუნისტურ გადმონაშთს. მასწავლებელს ევალება სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა; და რატომაა გადმონაშთი. იმიტომ, რომ ფორმალობაა. გეგმას დამოუკიდებლად მხოლოდ ერთეულები ადგენენ, დანარჩენები კი იმ ერთისგან „გადაამაღერებენ“. და თუ ამ „გადამღერებებს“ გადავამოწმებთ (რისი არც დრო არის და არც მექანიზმი) და ფორმალობის მოსპობას შევეცდებით, მაშინ კიდევ უფრო გავურთულებთ მასწავლებლებს ისედაც გართულებულ სამუშაოს. ამის გარდა, შეიქმნება  სასწავლო გეგემებით „კომერციის“ საფრთხეს.  

აქ რომ მთავრდებოდეს სქემის „კაბალიზმი“, კიდევ არა უშავადა. სქემით მასწავლებლისთვის დაკისრებული შემდეგი ვალდებულებაა  საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);  თითოეულ თემაზე რეფლექსიაო! გააზრებული ჰქონდა მაინც სქემის ავტორს, რასაც წერდა? მხოლოდ ერთ თემაზე რომ პედაგოგმა რეფლექსია დაწეროს, მინიმუმ, 30-40 წუთი მაინც უნდა და 5 – 6 გაკვეთილის ყოველდღიური რეფლექსია  რა დროს წაიღებს? არც აქ მთავრდება ვალდებულებათა კასკადი: მასწავლებელს ევალება თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა; ესე იგი, როდესაც 3-40 წუთიან რეფლექსიებს დაწერს, მერე უნდა შეჩერდეს, გაანალიზოს შედეგები და ჩამოწეროს რა „პროფესიული საჭიროება“ აქვს. ამაშიც გავა 5-ჯერ ან 6-ჯერ 30 წუთი. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, მან ცვლილებები უნდა შეიტანოს მანამდე დაწერილ სასწავლო გეგმაში. სავარაუდოდ ამას უნდა ნიშნავდეს  ბრახა-ბრუხა სიტყვები: „გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა“.  საბოლოოდ კი მასწავლებლის გრაფიკი 8 საათიანი სამუშაო დღის ნაცვლად მინიმუმ 10-12 საათიანი ხდება.

ამ ყოველდღიური რუტინის შემდეგ კი მოდის სასწავლო სემესტრის ბოლო  და იწყება ახალი  ჯოჯოხეთური პერიოდი: სქემის შესაბამისად მასწავლებელი ვალდებულია მოამზადოს პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იღებს განმავითარებელ უკუკავშირს... წარმოგიდგენიათ დირექტორი, რომელიც 50 მასწავლებელს უზის სემესტრების ბოლოს და თითოეულ მათგანთან თითეულ ამ პუნქტს განიხილავს? ერთ მასწავლებელზე, სულ მცირე ორი საათი მაინც არის საჭირო...   კვირაში კი კანონმდებლობით, 48 საათიანი სამუშაო დღე.

ვალდებულებებს კი ჯერ ბოლო არ უჩანს და სქემის მიხედვით მასწავლებელს ევალება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა.  და რის  მიხედვით არის „აღიარებული“ ეს ტრენინგები, ან სადაა ეს დადგენილი წესი?

მერე წერია, რომელმა სტატუსმა რამდენი საათი უნდა გაიაროს ეს ტრენინგი. რა გმოდის? თურმე რაოდენობა ყოფილა მნიშვნელოვანი და არა ის, თუ რა შედეგი მოყვა ტრენინგს?

და მთელი ამ რაღაც კანონზომიერებით დალაგებულ აქტივობებში უცებ წააწყდებით სრულიად გაუგებრად „შეტენილ“ ვალდებულებას, რომ, თურმე მასწავლებელს ევალება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა. კი მაგრამ, პროფესიულ განვითარებასთან ეს რა კავშირშია? და რომც იყოს, ამას ისედაც არეგულირებს შესაბამისი ნორმატიული აქტები. 

ვინ ასწავლის „გამქრალი“ პედაგოგების ნაცვლად

ყველაზე დრამატული ამ სქემით მაინც ისაა, რომ ცნება პრაქტიკოსი მასწავლებელი აღარ არსებობს. ანუ, ვისაც აქამდე ეს სტატუსი ჰქონდა - მასწავლებლებადაც კი აღარ ითვლებიან.  26 ივნისის მერე სახელმწიფო 15 ათასამდე ასეთ მასწავლებელს მასწავლებლად აღარ თვლის. და აი, ზემონათქვამი ამ კონტექსტში უფრო კატეგორიული ხდება, რადგან თუ აქამდე მხოლოდ „რევიზია“ ხდებოდა,  ამჯერად სახელმწიფომ თავის მიერვე აღიარებულ უმაღლეს სასწავლებელს უთხრა, რომ შენ გამოშვებულ პედაგოგს მე პედაგოგად არ ვთვლიო. სახელმწიფომ დააწესა განსხვავებული სტანდარტები, რომელიც ერთგვარ ორმაგ სტანდარტად უნდა მოოვიაზროთ. ერთის მხრივ ის უნივერსიტეტს ეუბნება, რომ შენ რომ გცნო და ვცნო შენი სპეციალისტი, კონკრეტული ვალდებულებები გეკისრება. უნივერსიტეტი ამ ვალდებულებებს თავს ართმევს, უშვებს სპეციალისტს, მაგრამ სახელმწიფო მას არ იღებს დამატებითი რევიზიის გარეშე.

მაგრამ, სქემის ავტორები ცოტა დათმობაზე მაინც წავიდნენ. გაითვალიწინეს, რა, რომ  დასაქმებული უსტატუსო პედაგოგების კანონის ამოქმედებისთანავე სკოლიდან გაძევება კოლაფსს გამოიწვევდა. სასწავლო პროცესი ვეღარ განახლდებოდა (ხუმრობა ხომ არაა, 15 ათასი ვაკანსია). ამიტომ, სქემამ მასწავლებლობა ჩამორთმეულებს მისცა საშუალება კვლავ იმუშაონ და წლის ბოლომდე მოიპოვონ მასწავლებლის წართმეული სტატუსი. მსგავს ნონსენსს ვერც კი წარმოიდგენეს უცხოეთის ქვეყნებში. რა გამოდის? სექტემბრიდან სკოლებში გაკვეთილებს უნდა წარუძღვენ არაპედაგოგები? და თუ მათ არაკომპეტენტურად, არაპროფესიონალად და უუნაროდ მივიჩნევთ, მოსწავლეების განათლების ბედს როგორღა ვანდობთ? ეს ხომ იგივე,  რომ საავადმყოფოში ექიმები თუ არ ჰყავთ, ექიმების გამოჩენამდე ოპერაციები არაექიმებმა აკეთონ.  პირს თან არ თვლი მასწავლებლად და თან გაკვეთილებს ატარებინებ?

სქემა ამბობს, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. რადგან აქ არაა დაკონკრეტებული „პირი“. გამოდის, რომ ნებისმიერ პირს დიახ, ნებისმიერ პირს შეეძლება გახდეს მასწავლებელი. 15 ათასამდე აწ უკვე „ყოფილ“ (მაპატიონ პედაგოგებმა, მე არ ვთვლი ყოფილებად) 26 ივნისიდან მთავრობა რიგით პირად მიიჩნევს. მერე რა, რომ ამდენხნიანი სამუშაო სტაჟი გაქვთო. მერე რა, რომ ამდენი მადლიერი აღზრდილი გყავთო,  მერე, რა რომ საგნის კარგი სპეციალისტები ხართო, _ ჩააბარეთ გამოცდა თუნდაც შეშის მჭრელთან ერთად (არ მიწყენენ ეს ადამიანები. თუ სადმე არსებობენ, დიდი პატივს ვცემ) და თუ ჩააბარებთ, მერე იქნებით მასწავლებელიო!

ავტონომიზაცია თუ ცენტრალიზაცია

სქემის (მუხლები 2 და 28)  მიხედვით  თურმე: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობის გაზრდის მიზნით, ისინი აქტიურად ჩართვებიან  მასწავლებელთა საქმიანობის პროფესიული განვითარებისა და შეფასების პროცესშიო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური განვითარებას ხელი შეეწყობაო. და  როგორ გაიზრდება ავტონომიურობა, როგორ განვითარდება ინსტიტუციურად, როდესაც სკოლის მასწავლებელს ცენტრალიზებულად გარედან ამომწმებ, როდესაც მთლიანად ცენტრზე დამოკიდებულია მენეჯმენტი და მსაწავლებლის სტატუსი?რამხელა წინააღმდეგობაა? შეფასება ხდება უნიფიცირებულად და ეს სასწავლო დაწესებულების ავტონომიურობას უწყობს ხელსო. ეს იგივეა, ვიღაცას რომ უთხრა, უნდა მოგლკა იმ მიზნით, რომ შენ სიცოცხლეს შევუწყო ხელიო. და ყოველივე ზემოთქმულიდან კიდევ უფრო გროტესკლ ელფერს იძენს სქემის ეს პუნქტი, რომ პროფესიული განვითარება მასწავლებლის საჭიროებაზე და მხარდაჭერაზე ორიენტირებულიო. სქემაში, ამგვარი ორიენტაციის დამადასტურებელ ერთ ფრაზასც კი ვერ ნახავს კაცი.
სქემის 27-ე მუხლი, რომელიც მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედების სფეროს განსაზღვრავს, კიდევ უფრო ნათელს ხდის სისტემის უნიფიცირებულობას, რადგან მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედება ვრცელდება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებზე. უამრავ სხვა საკანონმდებლო ნიუანსებთან ერთად, ეს გულისხმობს იმას, რომ საჯარო თუ კერძო სკოლებში არსებობს ერთ ცენტრიდანულ ძალაზე დამოკიდებულება, რომ პრაქტიკულად, კერძო სკოლები მოკლებულნი არიან რაიმე განსხვავებული საგანმანათლებლო პაკეტის მიწოდების შესაძლებლობას. 

რა არის შიდა შეფასება

სქემის მეორე მუხლითვე ძალიან გაურკვეველი დეფინიცია აქვს „შიდა შეფასებას“:

შიდა შეფასება – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ დამოუკიდებლად ან ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფთან ერთად მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციის შესაბამისობის დადგენა მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან; რის საფუძველზე დააკავშირეს შეფასება და შრომითი ურთიერთობა, რას ნიშნავს ეს?  თუ დასაქმებული პედაგოგი ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქციას, ეს არის ხელშეკრულების დარღვევა დასაქმებულის მხრიდან და რაღა კავშირი აქვს ამას პროფესიულ წინსვლასთან და ამ შრომით ურთიერთობაში ან ხსენებულ ჯგუფს რა ესაქმება, ან  შიდა შეფასება რა შუაშია? 

ახლა თავად  ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფს შევეხოთ– სქემის მიხედვით მასწავლებლის შიდა შეფასებისა და მისი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ბაზაზე იქმნება ჯგუფი; რომელ ბაზაზეა საუბარი? წამყვანი ცოტაა, მენტორი კიდევ უფრო ცოტა. პრაქტიკოსი აღარ გვყავს. მაშინ უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლები წარმოადგენენ ამ ბაზას? და  იმ სკოლაში სადაც მხოლოდ უფროსები არიან, რა მიზნით უნდა შეიქმნას ეს ჯგუფი? თუ ამ ჯგუფს იმხელა კომპეტენცია ექნება, რომ წამყვანობის საკითხი გადაწყვიტოს, მაშინ თავად რატომღა უნდა იყვნენ უფრო დაბალ საფეხურზე? სქემის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკვირდება მასწავლებლის საქმიანობას (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესს), აფასებს და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს.. ხედავთ? რომელ სკოლაშიც ეს ჯგუფია, იქ დირექტორი უვიცია? სქემის ავტორები იტყვიან, მსხვილკონტიგენტიან სკოლებში დირექტორი ამ საქმეს მარტო ვერ მოერევა და ამიტომაც ჯგუფი იქნებაო. და მაშინ, რა გამოდის სადაც არაა ეს ჯგუფი იქაური დირექტორი ყოვლის მცოდნეა? ან, თავად ჯგუფის წევრების ცოდნა და კომპეტენცია გაწვდება ყველა საგნის პედაგოგის შეფასებას? რა განმავითარებელი უკუკავშირი უნდა მისცეს მაგალითად, ფიზიკოსმა დირექტორმა (ან ჯგუფის წევრმა) ქართული ენის მასწავლებელს? და თუკი ასეთი ყოვლისმცოდნეები გვყავს, რომ ჯგუფებს ვაკომპლექტებთ,  მაშინ რაღა საჭიროა ეს საგნობრივი კომპტენციების ცენტრალიზებულად დადასტურება, ეს გამოცდები და მთელი ამ „დაბრკოლების სქემის“ ანი და ჰოე? ყველაფერს დირექტორი ან ჯგუფი გადაწყვეტს და ეგაა. 

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება კაცს, რომ სქემაში შემთხვევით რაღაც კოპირებული და ჩასმული წინადადებები გაეპარათ. მაგალითად, აქ ნახავთ ასეთ უცანურობას, რომ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია დაევალოს სქემის მეხუთე მუხლით განსაზღვრული სხვა სტატუსის მასწავლებლის ფუნქცია, რაც არ ითვალისწინებს გაკვეთილის ჩატარებასო. ჯერ ერთი, მეხუთე მუხლში არცერთი სტატუსის მქონე მაწავლებლის არანაირი ფუნქცია არაა განსაზღვრული და საერთოდ, მასწავლებლის ფუნქციებზე მთლიანი სქემაც თითქმის არ ლაპარაკობს, მაგრამ ფუნქციები განსაზღვრულის რომ იყოს, ეს ხომ გაკვეთილის ჩატარება იქნებოდა თუ ეს დავალება არ ითვალისწინებს გაკვეთილის ჩატარებას, აბა, სხვა რა უნდა დაევალოს მასწავლებელს?  და საერთოდ „დაევალოს ფუნქცია“ რას ნიშნავს? 

„გაყინული“ სტატუსები

ახლა ვნახოთ როგორ „ყინავს“ სქემა წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს და არ აძლევს წინსვლის საშუალებას. სქემის (მუხლი 10) შესაბამისად პრაქტიკული შემოწმება, ანუ გარედაკვირვება-ინტერვიურება მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც ახალი სტატუსის მსურველი ჩააბარებს გამოცდას, გამოცდა კი, მომავალ 2021 წლამდე არ იქნება. გამოცდის მერე დაკვირვების შედეგებზე დასკვნაც მიიღება სასწავლო წლის ბოლოს. ანუ რა გამოდის? ახალი სტატუსის მსურველ მასწავლებლებს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის ექნებათ ახალ სტატუსზე გადასვლის შესაძლებლობა, და მანამდე კი ორჯერ მაინც გადახნავ-გადაფარცხავენ არსებულ სქემასს. ამის გარდა,  ამ სქემამდე არაერთხელ დაანონსდა, რომ პირს პირდაპირ უმაღლეს სტატუსზე შეეძლო გამცდის ჩაბარება, ამ ეტაპზე კი აუცილებელია ქვედა საფეხურების გავლა. ანუ, უფროსი მასწავლებელი ვერ გახდება პირდაპირ მენტორი. და თან მხოლოდ გამოცდა აღარ არის საკმარისი ახალ სტატუსზე გადასასვლელად.

ამ ნაწილში ერთადერთ ნათელ წერტილად გამოიყურება ინტერვიუირება, ოღონდ, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუერი, ანუ სასკოლო საზოგადოების წევრთა დიდი ნაწილი იქნება გამოკითხული. და უპირველესად კი მოსწავლე, რადგან, სწორედ მოსწავლეა მასწავლებლის გაზომვის ყველაზე უკეთესი გზა.

მიყვები სქემას და ხათაბალებს დასასრული არ უჩანს. მოქმედ მასწავლებლებს იმდენი ხაფანგი დაუგეს, რომელიმეში უთუოდ გაებმება. აი, მაგალითად მუხლი 32. ით უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის შეჩერების საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან მასწავლებლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი პირისათვის მასწავლებლის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით. თუ  მასწავლებელმა სკოლაში მუშაობას თავი დაანება, თურმე მას სტატუსიც უჩერდება (კიდევ კარგი, ბოლომდე არ უწყდება) მსგავსი ლაფსუსი შეიძლება არსებობდეს სადმე? ჯერ ერთი: თუკი სტატუსი ცენტრალიზებულად მიენიჭა მასწავლებელს და არა კონკრეტული სკოლის მიერ, მაშინ, ამ კონკრეტულ სკოლაში მუშაობის დასრულება რატომ უნდა გახდეს სტატუსის შეჩერების საფუძველი? წარმოიდგინეთ, ინჟინერი ან რეჟისორი, ან მსახიობი რომელიმე  დაწესებულებიდან რომ წავიდეს, ის აღარ არის ინჟინერი, რეჟისორი, მსახიობი? და მეორე: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით თუკი მასწავლებლის სტატუსი ჩამოერთმევა  პედაგოგს, ის უკვე ხომ აღარ იქნება მასწავლებელი და აბა რა სამართლებრივ საფუძველზეღა მიმართავს სხვ სკოლას, პედაგოგის ვაკანსიაზე, მისაღებად?

მე შევეხე საკვანძო მუხლებს და იმ ჩრდილებს, რომლებიც საფუძვლიან ქაოსს შემოიტანს განათლების სისტემაში, თუმცა აქამდეც არანაკლები უწესრიგობა და არეულობა იყო. არის სხვა ნიუანსებიც სქემაში და ყველაფერი ეს ერთად ადასტურებს სქემის უვარგისობას. უამრავმა წყალმა ჩაირაკრაკა, რაც წლების წინპირველად შევეხე ამ ხათაბალად ქცეულ სქემას. უფრო სწორად, ჯერ კიდევ ჩანასახის პროცესში ჩამივარდა იგი ხელთ (რადგან, მაშინ საგულდაგულოდ მალავდნენ) და მაშინ ვამბობდი, რომ სქემის ამოქმედება სკოლებს და მასწავლებლებს კრედიტმებრძოლ სისტემად გადააქცევდა და განათლების ხარისხი და დონე კიდევ უფრო დაეცემოდა. სამწუხაროდ ეს ახდა და მოდით, ისიც ვაღიაროთ, რომ ამ უბადრუკ საგანმანათლებლო სისტემაში თუ რამდენიმე მოსწავლის სახით მცირე გამონათებები გვაქვს, ამას მაინცდამანაინც სკოლები ნუ მიიწერენ. სკოლები რომ შედეგს ვერ დებენ, ეს კარგად ჩანს რეპეტიტორებისადმი მზარდი მოთხოვნითაც.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება