სიახლეები
სიახლეები

„წელს დაგვჩაგრეს, ურთულესი მეჩვენა...; შეიძლება ბარიერი 9 ქულამდე დასწიონ“ - მათემატიკის გამოცდით აბიტურიენტები და მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ
15-07-2020
-
+


მათემატიკის გამოცდა დასრულდა. დღეს საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებულებიდან 95%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა​.

გულშემატკივრებიც და აპლიკანტებიც ჩვეულებრივზე მეტად ღელავდნენ, რადგან მათემატიკის პირველი ვარიანტი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ გამოცდის მეორე დღეს ჩვეულებრივზე მეტი ემოცია ახლდა. ქალბატონი, რომელმაც დაწვრილებით იცოდა, წინა დღეს მათემატიკის გამოცდაზე განვითრებული მოვლენები, მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. როგორც გავარკვიეთ, ინფორმაციას პირადი გამოცდილებიდან ფლობდა, რადგან წელს მისი ტყუპები აბიტურიენტები არიან, გუშინ მათემატიკა გოგონამ, დღეს კი ბიჭმა ჩააბარა:

„გუშინ გოგო აბარებდა, დღეს ბიჭია შესული. ძალიან რთული იყო გუშინ, ბოლომდე აქ ვიყავი, ბედნიერი სახით არავინ გამოსულა, ურთულესი იყო, ბავშვები ტირილით გამოდიოდნენ, ვნახოთ რა შედეგები ექნებათ, გვითხრა დედამ, რომელიც 2 აბიტურიენტს გულშემატკივრობს.

ამასობაში გამოცდიდან აპლიკანტებმა გამოსვლას დაიწყეს, რომლებიც სხვდასხვა შეფასებას აკეთებდნენ - ზოგისთვის იოლი იყო, ზოგისთვის რთული, თუმცა იმის გამო, რომ ისტორიის გამოცდა ბავშვებს უფრო გაუმარტივდათ, უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ:  

ლიზა - გუშინ შეგვაშინეს, ვინც გამოცდაზე იყო, ამბობდა, რთული იყოო, მაგრამ მე საშუალო სირთულის მეჩვენა. ტესტები იყო ძირითადად.

ზუკა - წელს მათემატიკის გამოცდის ბავშვები დაგვჩაგრეს, ურთულესი მეჩვენა... მეტი წილი გეომეტრია იყო, უფრო მეტი, ვიდრე გუშინ. არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. მოგვატყუეს, კარანტინში რაც ვერ მოასწარით, ის საკითხები არ შევაო, მაგრამ ჩემთვის მაინც რთული აღმოჩნდა. 

დათა - გეომეტრიული ნაწილი ბევრი იყო სამ და ოთხქულიანებში, ალგებრა ძირითადად ერთქულიანებში შედიოდა. ძალიან რთული არ იყო, თუმცა გუშინ უფრო რთული გამოცდა ყოფილა და დღეს, მგონი, ცოტა გაგვიმარტივეს

გვანცა - ვაიმეეე, მგონი, ჩავიჭერი და ახლა ბიჭები უნდა შევათვალიერო, თუ ვერ ჩავირიცხე, გავთხოვდები მაინც.

ლუკა - ისეთი რთული იყო, 40 ქულას ვფიქრობდი და ახლა 30 გამიხდა სანატრელი. ძალიან უკმაყოფილო ვარ! 

ერთ-ერთმა მშობელმა სხვა გულშემატკივრებს ისიც გაუმხილა, რომ შვილს 75 უნივერსიტეტი შემოუხაზა: „სხვა გზა არ გვქონდა... ყველაფერი ჩავყარეთ იმიტომ, რომ კარანტინის გამო წესიერად მომზადება ვერ შეძლო ბავშვმა. სამი რომ აგვერჩია და ვერ ჩარიცხულიყო, მერე ხომ გამიხდებოდა სანანებელი. იყოს ბევრი, მერე, ავარჩევთ, აბა, 75-ვეში ხომ ვერ ისწავლის?!“.

ერთი სიტყვით, შეფასებებიც და ვარაუდებიც არაერთგვაროვანი გახლდათ და ასეთი გაურკვევლობით დასრულდა მათემატიკის გამოცდა, თუმცა ერთ-ერთმა მშობელმა სიხარულით აცნობა ყველას, იმდენად რთული იყო გამოცდა და ყველა იმდენად უკმაყოფილოა, შეიძლება ბარიერი 9 ქულამდე  დაწიონო... - ამ ნაპერწკალმა კი ბევრს იმედი გაუჩინა, თუმცა შედეგებზე ჯერჯერობით საუბარი მაინც ნაადრევია - ერთიანი გამოცდები ჯერ არ დასრულებულა და ხვალ 16 ივლისს ბიოლოგიის გამოცდით გაგრძელდება. ეს საგანი ჯანდაცვის მიმართულებებზე სავალდებულოა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება