სიახლეები
სამასწავლებლო

„მასწავლებელი უნდა გაიზარდოს. 21-ე საუკუნეა და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ მას“ - თბილისის N113 საჯარო სკოლის პედაგოგი ირაკლი ნოდია
15-07-2020
-
+


ერთი წელია თბილისის N113 საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის, და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა პედაგოგია. ირაკლი ნოდია 25 წლის გახლავთ, პროფესიაში მაძიებლობის პროგრამით შევიდა და ახლა უკვე აბიტურიენტ მოსწავლეებს გულშემატკივრობს. როგორ აფასებს ისტორიის გამოცდას და ზოგადად, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი, Etaloni.ge- თბილისის N113 საჯარო სკოლის პედაგოგი, ირაკლი ნოდია ესაუბრება.

- თავიდანვე მქონდა ინტერესი ისტორიის მიმართ, პროფესიით ისტორიკოსი ვარ და სულ რაღაც ერთი წელია, სკოლაში ვასწავლი... ვცდილობ ისეთი მასწავლებელი ვიყო, როგორზეც ბავშვობაში თავად მიოცნებია.

- და როგორია თქვენი თვალით დანახული კარგი პედაგოგი, ბატონი ირაკლი, მით უმეტეს, იოლი არ არის, თანამედროვე მოსწავლე გაკვეთილით დააინტერესო?

- სულ მაქვს მცდელობა, ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი არასტანდარტული, საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს, თუმცა ამავე დროს, დავიცვა ოქროს შუალედი და მოსწავლეებიც ზედმეტად არ გადავტვირთო. ვიყენებ ბევრ მეთოდს - როგორც ელექტრონულს, ისე საკლასო რესურსებს... ეს მზარდი, მუდმივად განახლებადი პროცესია, ერთი გაკვეთილი არაფრით ჰგავს მეორეს, ექსპრომტად ხდება ყველაფერი და არც თავიდან ბოლომდე გაწერილი სქემით ვხელმძღვანელობ.  თვითონ მოსწავლეების მხრიდან მოდის, ასე ვთქვათ, დაკვეთა და შემიძლია თამამად გითხრათ - საუკეთესო მოსწავლეები მყავს, რომელთა საჭიროებიდან გამომდინარე ვგეგმავ თითოეულ გაკვეთილს.

- 25 წლის ხართ, უფროსკლასელებს ისტორიას ასწავლით...

- რომ გითხრათ, რომ ასაკის გამო სკოლაში განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დავდექი-თქო, ტყუილი იქნება. ჩემ მოსწავლეებს ვასწავლი მარტივ ჭეშმარიტებას - თუ არ ისწავლიან, არაფერი გამოვა, რადგან ყველაზე ძლიერი იარაღი, ესაა ცოდნა! ცხოვრება რთულია და შეიძლება ადამიანმა ყველაფერი დაკარგოს, მაგრამ ერთადერთი, რასაც ვერავინ წაართმევს, სწორედ ცოდნაა.



- თქვენ შეგონებებს სწორად იგებენ?

 - რა თქმა უნდა, სწორად, ესმით ჩემი სიტყვები.

-  თუმცა, გარდა ზემოჩამოთვლილი ფაქტორებისა, არსებობს ადამიანური ურთიერთობები მოსწავლე-მასწავლებელს შორის. მკაცრი ხართ?

- მკაცრი ვარ, თუმცა ამ სიმკაცრესთან ერთად მოვიდა ჩვენი მეგობრული ურთიერთობა. შემიძლია, მთელი დღე ვესაუბრო მოსწავლეებს... დისტანციური სწავლებისას, მუდმივად ვმსჯელობდით ხელოვნებაზე, ისტორიაზე, კულტურაზე, სპორტზე... არ მინდა, ეს იყოს ჩაკეტილი წრე და არც ის მინდა, მათთვის მხოლოდ მასწავლებელი ვიყო,  რომელთანაც იმ ორმოცდახუთი წუთის იქით არ ექნებათ ურთიერთობა.

- აბიტურიენტები თუ გყავთ და როგორ შეაფასებდით ისტორიის გამოცდას?

- ჩემი მოსწავლეები კმაყოფილები გამოვიდნენ ისტორიის გამოცდიდან, ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა და საკითხი, რომელიც არ დაგვიმუშავებია, გამოცდაზე არ ყოფილა, დანარჩენს კი პასუხების გამოქვეყნების შემდეგ შევიტყობთ და  უკეთ გავაანალიზებთ ყველაფერს; მით უმეტეს, მე, როგორც პედაგოგი,  სულ ვითვალისწინებ მინუსებსა თუ პლუსებს, რაც სასწავლო პროცესს ახლავს და ვცდილობ, გავაუმჯობესო შედეგები.

- ახალბედა პედაგოგი ბრძანდებით და იქნებ შეაფასოთ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

-  მაძიებლობის პროგრამაში ვარ ჩართული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გახლავართ და ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ეს ყველაფერი მიმართულია პროფესიული ზრდისკენ, მაგრამ თუ გამარტივდება და ბიურკორატიული პროცედურებისგან გათავისუფლდება, უკეთესი იქნება. ფაქტია, მასწავლებელი უნდა გაიზარდოს. საბჭოთა პერიოდში ვტკეპნიდით ერთ ადგილს, ახლა კი 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიების საუკუნე და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ მას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება