სიახლეები
სიახლეები

სკოლებში ვაშლის დარიგების ტენდერში მონაწილე კომპანია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ ცალ ვაშლს 26.9 თეთრად სთავაზობს
21-09-2017
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, შ.პ.ს. KEPKA-მ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.

კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, შ.პ.ს. KEPKA ერთ ცალ ვაშლს სამინისტროს 26.9 თეთრად მიაწოდებს. (დასარიგებელი ვაშლების რაოდენობა 10 სკოლაში 260 ათას ერთეულ შეადგენს). პრეტენდენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვაშლის სამ ჯიშს სთავაზობს: სემერენკოს, გოლდენსა და გრანისმიტს. 

შ.პ.ს KEPKA ჯერჯერობით გამარჯვებული არ გამხდარა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მას დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. კერძოდ, პრეტენდენტმა 2 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სხვადახვა სახელმწიფო ან/და კერძო უწყებებისათვის საკვები პროდუქციის მიწოდების 2 წლიანი გამოცდილების შესახებ (2015, 2016 წლები), აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ).

შეგახსენებთ, რომ შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო პირობების თანახმად, განათლებისა და მეცნიერენის სამინისტროს ტენდერი 260 ათასი ერთეული ვაშლის შესასყიდად ჰქონდა გამოცხადებული. პრეტენდენტი უფლებამოსილი იყო შეეთავაზებინა შემსყიდველისთვის ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი იდენტური უნდა ყოფილიყო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება