სიახლეები
სკოლები

„გვჯერა ისინი ჩვენი სკოლის ღირსეული დესპანები იქნებიან“ - წყალტუბოს N1 სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს კადეტთა ლიცეუმში ჩარიცხვას ულოცავენ
16-07-2020
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს - ზურაბ ბაბუნაშვილს, ლუკა ბენდელიანს, ნური ასლანიკაშვილსა და ანი კოვზირიძეს კადეტთა ლიცეუმში ჩარიცხვას ულოცავენ.

„ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. მოსწავლეებს ვუყალიბებთ ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას, ვცდილობთ გამოვუმუშაოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები და ვეხმარებით სწორი არჩევანი გააკეთონ მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობისათვის.

სწორედ ამის დასტურია ის ჩვენი წარმატებული მოსწავლეების - ზურაბ ბაბუნაშვილის, ლუკა ბენდელიანის, ნური ასლანიკაშვილისა და ანი კოვზირიძის გადაწყვეტილება სწავლა გაეგრძელებინათ კადეტთა ლიცეუმში. ოთხივე მათგანმა წარმატებით გაართვა თავი მისაღებ გამოცდებს და კადეტთა ლიცეუმის კადეტები გახდნენ.

სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ ზემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეებს პირველ წარმატებულ ნაბიჯს. გვჯერა ისინი ჩვენი სკოლის ღირსეული დესპანები იქნებიან“,- აღნიშნულია წერილში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიან ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს - დეტალური ინფორმაცია

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება