სიახლეები
საინტერესო

5 მითი მასწავლებლების ხელფასის შესახებ - იღებენ თუ არა ადმინისტრაციასთან დაახლოებული პედაგოგები ბონუსებს?
20-07-2020
-
+


მასწავლებლების ხელფასი ყოველთვის ცხელა თემა და დიდი განხილვის საგანია - ზოგი ამტკიცებს, რომ პედაგოგები ღირსეულ ანაზღაურებას არ იღებენ, ნაწილი კი პირიქით ფიქრობს, Etaloni.ge ამჯერად 5 მითს შემოგთავაზებთ მასწავლებელთა ანაზღაურების შესახებ:

მითი N1 - რაც მეტია სტაჟი, მით მეტია პედაგოგის ხელფასი

ქართულ რეალობაში სტაჟი და ანაზღაურება უკუპროპორციულია, ასე რომ, მხოლოდ გამოცდილებას შემოსავალი რომ არ მოაქვს, ამაში მასწავლებლები კარგა ხანია დარწმუნდნენ;

მითი N2 - ახალბედა პედაგოგი, პირველი ხუთი წელი ვერ მიიღებს ღირსეულ შემოსავალს

ამ შემთხვევაში უფრო პირიქით ხდება - თუ კურსდამთავრებული მოეწყობა სკოლაში სამუშაოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღვაწლმოსილ პედაგოგზე ახალგაზრდაა და შესაბამისად, უფრო ამტანიც, შეეძლება უპრობლემოდ გაიზარდოს საათობრივი დატვირთვა, თუნდაც რამდენიმე სკოლაში მუშაობის ხარჯზე და ეს,  ავტომატურად, გაზრდილ შემოსავალს ნიშნავს;

მითი N3 - კლასის საჭიროებისთვის მოგროვილ თანხას მასწავლებელი იჯიბავს

მართალია, სკოლისთვის თანხის მოგროვება იკრძალება, ქართულ რეალობაში, არაერთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები კვლავ დგანან იმ რეალობის წინაშე, რომ კლასის საჭიროებისთვის მიზერული თანხები ააგროვონ, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ამ შემთხევაში, მოგროვილი ფული ერთ-ერთი აქტიური მშობლის ხელთაა და პედაგოგს ამასთან შეხება საერთოდ არ აქვს;

მითი N4 - მასწავლებლები წერენ ორებს, რათა შემდეგ რეპეტიტორობით იშოვონ ფული

კანონმდებლობით, მასწავლებლებს ეკრძალებათ გაუწიონ ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება საკუთარ მოსწავლეებს;

მითი N5 - ადმინისტრაციასთან დაახლოებული მასწავლებლები იღებენ ბონუსებს, ხოლო სხვები - არა

ასეთი სქემის განხორციელება ძალიან რთულია, რადგან ამის შესახებ სხვა მასწავლებელი აუცილებლად შეიტყობენ, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვება ვითარების დალაგება კი სკოლის ხელმძღვანელობას ძალიან გაუჭირდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება