სიახლეები
საინტერესო

11 წლის ზუგდიდელი იუთუბერი, რომელიც ანიმაციურ ფილმებს ქმნის - „დედას არ მოსწონდა, კომპიუტერთან დიდხანს რომ ვმუშაობდი, ახლა კი მეუბნება - დახატეო“
17-07-2020
-
+


ნათია იზორიაანიმაციურ ფილმებს Youtube-ზე საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს, თუმცა ეს ამბავი ორმაგად საინტერესო იმიტომაა, რომ გოგონა ჯერ 11 წლისაა და უკვე ასი ათასობით გულშემატკივრით შეუძლია იამაყოს.  ანიმაციურფილმის 800 000-მდე ნახვის გამო, Google-იგი წარმატებულიუთუბერადდაასახელა და  1000€ (ფულადი ჯილდო ) გადასცა. როდის და როგორ დაიწყო ხატვა და როგორ მიაღწია ზუგდიდის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლემ ისეთ წარმატებას, რომ ახლა უკვე ცნობილი არხი აქეთ უხდისხელფასს“, Etaloni.ge- ნათია იზორია თავად უამბობს.

- ხატვა 2 წლის წინ დავიწყე, თუმცა მაშინ, სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, ამხელა წარმატებას თუ მივაღწევდი. ახლა უფრო მეტ ვიდეოს ვტვირთავ.

- ხატვა ვინ გასწავლა?

- თვითონ ვისწავლე... თუმცა თავიდან ეს ყველაფერი დედიკოს არ მოსწონდა, რადგან კომპიუტერთან ჯდომა დიდხანს მიწევდა.

- ახლა რა განწყობა აქვს დედას?

- პირიქით, მეუბნება, დახატეო…დარწმუნდა, რომ ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდე ხელი და თან შემოსავალიც მომიტანა, აღარ აპროტესტებს.მეც ვცდილობ, დრო ისე გადავანაწილო, 5-6 საათი არ მომიწიოს კომპიუტერთან მუშაობა.

- ნათია, ბავშვებშიც ალბათ პოპულარული ხარ...

- ჩემი მეგობრები მხარში მიდგანან და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- იდეები საიდან მოდის?

- ბევრს ვფიქრობ და როდესაც რაღაც თემაზე ვიწყებ მუშაობას, ეს ყველაფერი ნახატებად გადამაქვს... ხოლო ვიდეოს კეთებისას, ახალ-ახალი იდეები თავისით მოდის.

- სწავლაში ხელი არ გეშლება?

- არა, კარგად ვსწავლობ, მაღალი ნიშნებიც მყავს, ყველაზე მეტად მათემატიკა და ინგლისური მიყვარს და როდესაც მეცადინეობას ვასრულებ, შემდეგ ვიწყებ ხოლმე ხატვას.  

- სკოლას რომ დაამთავრებ, რას აპირებ?

- თანამედროვე ტექნოლოგიებს ავირჩევ და სწავლასაც ამ მიმართულებით განვაგრძობ.

ნანა ჩუხუა (ნათიას მშობელი): - ნათია ხშირად უყურებდა ვიდეოებს, აკეთებდა ჩანახატებს, ფურცელზეც ხატავდა, კომპიუტერშიც, თუმცა დიდად არ მომწონდა, კომპიუტერთან დიდ დროს რომ ატარებდა. პანდემიის პირობებში, მეტად რომ მოგვიწია სახლში ჯდომა, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა. მეც, რა თქმა უნდა, ვამხნევებდი, პირველი ვიდეო რომ შექმნა და ატვირთა, მისი სიხარული ყველამ გავიზიარეთ - 11 წლის ბავშვისთვის ეს მარტივი საქმე არაა; ძალიან უხაროდა, ნახვების რაოდენობა რომ იზრდებოდა, გამომწერებიც ემატებოდა, თუმცა მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, ამხელა წარმატებას თუ მიაღწევდა და თან ისე, რომ თანხასაც ჩაურიცხავდნენ. ახლა ნათიას შემოსავალიც აქვს და ცდილობს, უკეთესი პროდუქტი დადოს. ჩვენი ცხოვრებაც პოზიტიური კუთხით შეიცვალა, ბავშვს საკუთარი შრომით აქვს შემოსავალი და თავადაც უზომოდ ბედნიერია.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება