სიახლეები
საინტერესო

მშობლების საყურადღებოდ! - საზამთრო, ნესვი და პომიდორი - რა არ უნდა აჭამოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვს
17-07-2020
-
+


ბავშვის კვება რომ მისი ჯანმრთელობის საწინდარია არავინ დაობს, თუმცა მისი რაციონი შესაძლოა სადაო გახდეს. 

სოციალური ქსელი კოვიდინფიცირებული 10 თვის ჩვილის ოჯახის წევრების განცხადებამ წალეკა, რომელთაც ბავშვის დაინფიცირების არ სჯერათ და ამბობენ რომ ჩვილი სავარაუდოდ, მოწამლულია, რადგან „საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი ჭამა“. მომხმარებლები ჩვილის რაციონით და კვების მრავალფეროვნებით გაოგნებულნი არიან. 

საინტერესოა რა საფრთხეებს შეიცავს ბავშვისთვის მსგავსი საკვები და რა ასაკიდან შეიძლება მათი მიცემა?

პედიატრები მშობლებს ბავშვისთვის ნესვის და საზამთროს მიცემას ერთ წლამდე არ ურჩევენ. ამასთან, 1 წლის ბავშვმა უნდა ჭამოს არაუმეტეს 100 გრამი საზამთრო და 50 გრამი ნესვი. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნესვი და საზამთრო ბავშვს უნდა მივცეთ მხოლოდ მისი ბუნებრივი მომწიფების სეზონზე.

ფართოდ ცნობილია, რომ ნაყოფი შეიცავს ნიტრატებს, რომლითაც მოსავლის მომწიფებას აჩქარებენ. ადამიანის ორგანიზმში ნიტრატები ნიტრიტებად იქცევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოწამვლა და მეტჰემოგლობინის წარმოქმნა. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით ცუდად აისახება ადრეული ასაკის ბავშვებში. ნიტრატების დოზა, რომელსაც ბავშვის მოწამვლა შეუძლია ბევრად დაბალია, ვიდრე მოზრდილებში. საზამთროსა და ნესვში ნიტრატები ქერქის მიდამოში კონცენტრირდება, ამიტომ უკეთესია თუ ბავშვს ნაყოფის გულს ვაჭმევთ.

საზამთრო და ნესვი მის მოხმარებამდე კარგად უნდა გაირეცხოს, სასურველია საპნით. ნესვი ბავშვისთვის უნდა იყოს ახალი დაჭრილი. მაცივარში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შენახული ან მაცივრის გარეშე 2 საათზე მეტხანს ნადები ნესვის მიცემა ბავშვისთვის არ შეიძლება.

რადგან საზამთროს და ნესვს შეუძლია მეძუძურ და პატარა ბავშვებში ალერგიული რეაქციების გამოწვევა, მისი მირთმევა ეკრძალებათ დედებს, რომლებსაც ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ჰყავთ. 

რაც შეეხება პომიდორს 10 თვის ბავშვისთვის მისი მიცემა მხოლოდ თერმულად დამუშავებული შეიძლება.

ცოცხალი პომიდორის მირთმევა ბავშვისთვის წლამდე ასევე არ არის რეკომენდირებული. თუ ბავშვი ერთი წლისაა შესაძლებელია შევთავაზოთ, ორგანიზმის რეაქციას დავაკვირდეთ და თუ არანაირი პრობლემა არ წარმოიქმნა, მხოლოდ მაშინ შევიტანოთ რაციონში.

პედიატრები ბავშვისთვის პირველად ძეხვეულის მიცემას 2,5-3 წლის ასაკზე ადრე არ გვირჩევენ. ძეხვი შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებს, მავნე სოიოს, საღებავებს, სტაბილიზატორებსა და საკვებ დანამატებს. გარდა ამისა, ასეთი საკვების შემადგენლობაში შედის სანელებლები, მარილი და სხვადასხვა გემოს გამაძლიერებლები. ყველაფერი ეს მავნებელია პატარებისთვის. ასეთი კომპონენტები ნეგატიურად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, გულზე, თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობაზე. მას შეუძლია გამოიწვიოს დისბაქტერიოზი, წყლული, გასტრიტი და სხვა მსგავსი დაავადებები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება