სიახლეები
საინტერესო

ანა გაბეჩავა ინტერვიუში საბედისწერო ღამის დეტალებს იხსენებს - „ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი“
19-07-2020
-
+


გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე კვლავ ბუნდოვანია - იკვეთება სხვადასხვა ფიგურანტი, 18-ტომიან საქმეში უამრავი კითხვის ნიშანია და ჯერჯერობით საბედისწერო ღამის ზუსტი სურათის აღდგენა ვერ ხერხდება. ცნობილია ექსპერტიზის დასკვნა და ისიც, რომ „შაქარა“ ასფიქსიით გარდაიცვალა - ვინაა დამნაშავე, ამის დადგენა გამოძიების პირდაპირი მოვალეობაა და ჯერჯერობით არა ბრალდებულები, არამედ მხოლოდ  ეჭვმიტანილები არსებობენ, თუმცა ამის პარალელურად, არიან ის ადამიანები, ვინც მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ანი გაბეჩავა - გოგონა, რომლის დაბადების დღეც გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა უკვე გახდა საზოგადოების ბულინგის მსხვერპლი, აქამდე მხოლოდ მისი ჩვენება არსებობდა, რომელიც გამოძიებას მისცა, რასაც გაბეჩავას სატელევიზიო ინტერვიუც დაემატა TV პირველთან.

„არ მინდა თქმა, რომ არაფერ შუაში ვარ იმიტომ, რომ ერთი ზარით შეიძლებოდა ყველაფერი შეცვლილიყო მაგრამ“... - ასე იწყებს საუბარს გოგონა და დეტალურად იხსენებს საკუთარ დაბადების დღეზე განვითარებულ მოვლენებს. თუმცა არის კითხვები, რომელზეც პასუხი არ აქვს.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ყველაფერი ასე დაიწყო:

ანა გაბეჩავამ სახლის დასაქირავებლად სრულწლოვანი მეგობარი გაგზვანა და სამზადისიც დაიწყო. წვეულებაზე დაახლოებით 40 კაცი იყო დაპატიჟებული, თუმცა ეს სია მხოლოდ იუბილარის შედგენილი არ ყოფილა - მეგობრებიც დაეხმარნენ:

„გიორგი ჩემი მეგობრის მეგობარი იყო, ვიცოდი მოსვლას რომ აპირებდა, 3-4-ჯერ მყავდა ნანახი.  პირადადაც არ დამიპატიჟია - ჩემმა მეგობარმა, ლიზი ნადირაძემ მიწერა, უბრალოდ მე ვიცოდი, რომ მოდიოდა“, იხსენებს გაბეჩავა და დასძენს, რომ  უხერხული მომენტები დაბადების დღეზე მას შემდეგ შეიქმნა, რაც ყველა შეიკრიბა - თავიდან შეურაცხყოფა საბურთალოელებს ნახალოვკელებმა მიაყენეს: „ერთ-ერთმა დიჯეი კოკოს სიმღერის ჩართვა მოსთხოვა, თუმცა კოკოს მიმართვის ფორმა არ მოეწონა. დაახლოებით 11 საათი იყო და ბავშვები სახლში აღარ იყვნენ; მე გარეთ არ გავდიოდი, რადგან წვიმდა. ერთ-ერთი მოვიდა და მითხრა, რომ გარეთ კამათი იყო; რომ გავედი, ჩიქოვანი იყო ძალიან ნაცემი და ხეჩაშვილი, მგონი სასწრაფო გამოიძახეს, ოღონდ ვინ - არ ვიცი. დავინახე, ქვა ჩაარტყეს თავში. ვცდილობდი დამემშვიდებინა. არ ვიცი, ვახო ჩიქოვანი ვინ დაპატიჟა - მე მას არ ვიცნობ, უბრალოდ ჩემი სკოლელია“.

ანი გაბეჩავას საბედისწერო ღამის დეტალების გახსენება უჭირს, თუმცა ის დანამდვილებით იცის, რომ გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, უბრალოდ აშველებდა და როდესაც ვითარება ჩაცხრა, აგარაკი უმრავლესობამ დატოვა, მისაღებ ოთახში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დარჩა - „ბრეგვაძე, შაქარაშვილი, ამირხანაშვილი, ვანო თექაძე, ეთუკა ხოშტარია, ლიზი ნადირაძე, მარიამ ხატისკაცი... ამ დროს მოვიდნენ ჩემი ნათესავები - და-ძმა ადეიშვილები და კიდევ ერთი გოგო იყო - ნინიკო ნაკაიძე. დაბრუნდნენ საბურთალოელებიც, ვახო ახვლედიანი და მისი მეგობრები, რომლებიც გვთავაზობდნენ, ავსულიყავით ლისზე, წაქაძის აგარაკზე, 12 საათამდე ვიყავით მცხეთაში და შემდეგ წავედით. მანქანაში ადგილი არ იყო და ვინც ვერ ჩაეტია, გადაწყვიტეს ფეხით წამოსულიყვნენ, მათ შორის იყო გიორგიც“.

პირველი მანქანა ლისზე მალევე ავიდა, თუმცა შეიტყვეს, რომ არაგვის ხიდთან ჩხუბი მოხდა - ვახო ახვლედიანი და მისი მეგობრები სცემეს. შაქარაშვილის დაკარგვის ამბავი კი დაახლოებით ღამის 2-3 საათისკენ შეიტყვეს - „უფრო სწორად ის გავიგეთ, რომ სახლში არ მისულა“.

უპასუხოდ რჩება კითხვა - ვინ გაავრცელა ინფორმაცია გიორგის გაუჩინარების შესახებ და როდესაც ლისის ტერიტორიაზე „შემთხვევით“, იაკობ ბრეგვაძეს შეხვდნენ, არაგვის ხიდზე მომხდარი ამბის სიმძიმე არც მას მოუყოლია მეგობრებისთვის. ყოველ შემთვევაში, გაბეჩავა ინტერვიუში ამბობს, რომ დეტალები არ იცოდნენ. თემქაზე გაგრძელებულ წვეულებაზე კი, თითქოს ცდილობდნენ ვითარების გარკვევას, მაგრამ ვერაფერი შეიტყვეს:

„ეზოში გავჩერდით, ჩემ კლასელებს ვურეკავდი, ვცდილობდი, გამერკვია, მაგრამ  ტელეფონები გათიშული ჰქონდათ. დავურეკე თენგო ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძესაც, წერდი კიდეც... ჩიქოვანის ამბის გარკვევა არც გვიფიქრია, არც ვიცნობდი. ვცდილობდით, იქ ყოფნის პერიოდში რამე გაგვერკვია, მაგრამ თუ ვერ გავიგეთ, რა უნდა გვექნა“?

რატომ არ გავიდნენ კონტაქტზე შაქარაშვილის მეგობარ ამირხანაშვილთან, რომელიც ბოლო წუთამდე ფეხბურთელთან ერთად იყო? - ანი გაბეჩავას პასუხის გაცემა უჭირს, ხოლო როცა მეორე დილას გიორგი კვლავ არ გამოჩნდა, გაბეჩავა მცხეთის პოლიციამ დაიბარა.

მანამდე გოგონამ მამას მომხდარის შესახებ უამბო და სანამ ძალოვან სტრუქტურაში გამოცხადდებოდნენ, წერეთლის გამზირზე გაბეჩავა, მამასთან ერთად, „ოჯახის ახლობლებს“ შეხვდა, სადაც ე.წ ნახალოვკელებიც მივიდნენ.

შეხვედრის დეტალებს გოგონა არ ამხელს, თუმცა როგორც არაოფიციალურად ირკვევა - საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა.

რატომ არ დარეკა მანამდე პოლიციაში? - ამ კითხვაზე გაბეჩავას პასუხი არ აქვს, თუმცა არ უარყოფს, რომ „გულგრილობაც იყო, ალბათ“.

გაბეჩავას ინტერვიუდან არ ირკვევა, გადაიღო თუ არა ბრეგვაძემ წვეულების ფოტოები, რადგან თავად ამბობს - „ბრეგვაძე იქ ფოტოგრაფად არ ყოფილა მოწვეული“... არც ფოტოაპარატის ჩიპის შესახებ ფლობს ინფორმაციას და ზოგადად, ბევრი ნიუანსის გახსენება უჭირს. მალავს თუ არა რამეს ანა გაბეჩავა ან აფარებს თუ არა ვინმეს ხელს - ამის დადგენაც გამოძების პრეროგატივაა, თუმცა თავად ამბობს, რომ ამ ამბის შემდეგ მისი ცხოვრება გიორგისთან ერთად დასრულდა:

„მინდა მივმართო ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს... მინდა, მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია... მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა და ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, როგორც გიორგისი, რადგან ეს ყველაფერი ჩემ დაბადების დღეზე მოხდა. იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს და არც ერთ მათგანს ხელს არ დავაფარებ ხელს, არ დავიცავ, ვინც დამნაშავეა. ჩემი ცხოვრებაც ძალიან შეიცვალა, ვერც ეროვნულ გამოცდებზე გავედი... ალბათ რაც მოხდა, ასე უნდა მომხდარიყო“, - ასე სრულდება ინტერვიუ ანა გაბეჩავასთან, რომლის დაბადების დღეც გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

„შაქარას“ გარდაცვალების საქმე დამოკლეს მახვილივითაა გამოძიებისთვის და მის დასრულებამდე წინასწარი ვარაუდების გამოთქმაც ალბათ არაეთიკური იქნებოდა. იმედი დავიტოვოთ, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა, იმის მიხედვით - ვინ აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

„გოზინაყს ბებო აკეთებს და ძალიან გვიყვარს, თან ახალი წლის სუფრაზე გასატანად თეფშზე ლამაზად მორთავს ხოლმე და მე და ჩემი ძმა ჩუმად ვიპარავთ“ 


წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ საახალწლო საბავშვო ფილმს 

თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სემესტრის მიწურულს, სკოლაში მეცხრეკლასელი გოგა ბაღათურიას გრაფიკული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო

მათთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცა

კონცერტის ბოლოს, კლასის დამრიგებელმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა

საინტერესო

 ახალი წელი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს კრეატიულობისკენ უბიძგებს

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლო სუფრები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში საერთო მახასიათებელია ოჯახური გარემო, სიმბოლიზმები... 

„გოზინაყს ბებო აკეთებს და ძალიან გვიყვარს, თან ახალი წლის სუფრაზე გასატანად თეფშზე ლამაზად მორთავს ხოლმე და მე და ჩემი ძმა ჩუმად ვიპარავთ“ 


წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ საახალწლო საბავშვო ფილმს 

თითოეული ეს ტრადიცია გვაჩვენებს, რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 

სიახლეები
საზოგადოება