შემოდგომაზე სკოლებში სწავლის განახლების თემა დროსთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ვერსიები და რეკომენდაციები სხვადასხვაგვარია - სრული სასკოლო დასწრებიდან დაწყებული, ჰიბრიდული მოდელის ვერსიებით გაგრძელებული და კვლავ დისტანციური ფორმატის შენარჩეუნებით დასრულებული. ოფიციალური პირებისგან გამოთქმული ვარაუდებიც ეპიდსიტუაციაზეა დაფუძნებული და სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე მტკიცებითი ვერც იქნება.
საზაფხულო არდადეგებისა და სკოლების შესვენების ფონზე სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა თუ პედკოლექტივისათვის კვლავ N1 საკითხად სწავლის განახლების შემდგომ სწავლების ფორმა რჩება. მოსაზრებები სხვადასხვაგვარია - ის რაც თბილისის სკოლებისთვის მისაღებია ნაკლებად შეიძლება მოერგოს რეგიონების სკოლებს ან/და ის შეზღუდვები რაც მცირეკონტიგენტიანი სკოლისთვის ადვილად დასაძლევია, დიდკონტიგენტიანი სკოლისთვის სრულიად შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს და ა.შ.
საკითხი და საფიქრელი მრავალია, თუმცა აჯერად ამაზე ნაკლებად გვსურს ყურადღების გამახვილება და Etaloni.ge-ს უკვე კარგად ნაცნობი სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლის ფარგლებში ჩვენ პლატფორმაში ჩართულ სკოლებთან ერთად გვსურს მათი სურვილების და მოლოდინების მოსმენა. მოგვწერეთ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ და როგორი გსურთ იყოს ახალი სასწავლო წელი ზოგადად ან/და თქვენ სკოლაში.
მაშ ასე, Etaloni.ge-ს პლატფორმაში ჩართულ სკოლებს კვლავ ვუთმობთ ონლაინ სივრცეს...
ნააზრევი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ. ფოსტაზე: etaloniganatleba@etaloni.ge ხოლო თუ თქვენი სკოლა ჯერ კიდევ არ არის ჩართული Etaloni.ge-ს საგანმანათლებლო-შემეცნებით პლატფორმაში მაშინ დაგვიკავშირდით: 557 54 00 60 / 577 36 99 46