მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლის პედაგოგი თენგიზ კაკაბაძე 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევებთან დაკავშირებით შეხედულებას გვიზიარებს. პედაგოგის სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევები
მსოფლიო პანდემიამ მთელი რიგი გამოწვევების წინაშე დააყენა ქვეყნები, 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო და დღემდე შეუჩერებლივ გრძელდება კორონავირუსი დედამიწაზე. აღნიშნულმა ვირუსმა არაერთი პრობლება შექმნა ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით კი სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან შეწყდა საგაკვეთილო პროცესი სკოლებში. მთავრობისა და განათლების სამინისტროს კოორდინირებული მოქმედებით ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა რომ სასწავლო წელი შემდგარიყო და აკადემიურ წლად არ გამოცხადებული. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია პედაგოგიური კოლექტივის დაუღალავი შრომა ქვეყნის მასშტაბით. ასევე თავისი წვლილი შეიტანა ტელესკოლამ, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს.
ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო იმ გამოწვევებზე რომლის წინაშე შეიძლება დადგეს სკოლები ახალი სასწავლო წლიდან. მართალია ჩვენს ქვეყანაში ექიმების ფასდაუდებელი შრომის შედეგად ეპიდვითარება სრულიად მართვადია და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ევროპაში, მაგრამ არავინ იცის თუ რა მდგომარეობა დაგვხდება სექტემბერში. განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს რომ, ახალი სასწავლო წელი სრულიად უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
გამოწვევების წინაშე დგას თითოეული სკოლა, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. ახლა კი დეტალურად ამ გამოწვევების შესახებ, სკოლებს დაჭირდებათ შესაბამისი ინვენტარი (დეზობარიერები, ციფრული თერმომეტრები, სადეზინფექციო ხსნარები და ასე შემდეგ) ასევე სასურველია ყველა სკოლას ჰყავდეს მედ. და რომელსაც გავლილი ექნება შესაბამისი ტრენინგი კოვიდ ინფექციის კუთხით. ყოველივე ამის შესახებ სკოლების დირექციას დიდი ხანია დაწყებული უნდა ქონდეს ფიქრი.
პედაგოგების გამოწვევა იმაში მდგომარეობს რომ, აუცილებელია ყველა პედაგოგს ქონდეს პერსონალური კომპიუტერი ან ლეპტოპი, შეეძლოს საოფისე პროგრამებთან მუშაობა და რაც მთავარია ისინი დარეგისტრირებული არიან emis.gov.ge თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ფოსტა, აქ მთავარია რომ კარგად იცოდენ Microsoft Teams -ის გამოყენება სწორედ ეს პროგრამა იძლევა საშუალებას დისტანციურად რომ ჩავატაროთ გაკვეთილები. უნდა აღინიშნოს რომ ამ პროგრამის ინტერფეისი უკვე ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი. ძალიან კარგი ვიდეო გაკვეთილებია youtube.com ქართულ ენაზე, სასურველია რომ თითოეული პედაგოგი სისტემატიურად იმაღლებდეს ცოდნაც ამ კუთხით. პედაგოგებმა და განსაკუთრებით კი კლასის ხელმძღვანელებმა იფიქრონ თუ როგორ უნდა ჩატარდეს ამღზრდელობითი მუშაობა, ასევე კომუნიკაცია მშობლებთან და სხვა მთელი რიგი საკითხები რომელიც კონკრეტულ პედაგოგს ექნება გადასაჭრელი სიტუაციიდან გამომდინარე. ერთი სიტყვით პედაგოგი აქედანვე უნდა ემზადებოდეს როგორც ჩვეულებრივი ასევე ონლაინ სასწავლო პროცესისათვის.
გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ მშობლები, დისტანციული სწავლების დროს მშობლის როლი გადამწყვეტია, მშობელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლე კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით, უნდა აღინიშნოს რომ ყველას არ აქვს ამისი შესაძლებლობა, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ასეთი ოჯახების აღრიცხვა. სახელმწიფო, ბიზნესმენები ან არასამთავრობო ორგანიზაციები სასურველია დაეხმარონ ასეთ ოჯახებს.
მშობელი აქტიურ კომუნიკაციაში უნდა იყოს მასწავლებელთან, მასწავლებელი მშობელს მეილზე ან ტელეფონზე სისტემატიურად უნდა აწვდიდეს ინფორმაციას მისი შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ. აქ ერთ დეტალზეა ყურადღება გასამახვილებელი, როცა უკვე კომპიუტერი აუცილებელი გახდა, შესაძლებელია რომ მოზარდი ინტერნეტით გაერთოს ან შევიდეს მთელი რიგ არასასურველ საიტებზე( ძალადობა, აზარტული თამაშები, ნარკოტიკები და ასე შემდეგ) ამიტომ სასურველია რომ სკოლამ და მშობლებმა შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტს დააბლოკინოს ასეთი საიტები. გარკვეული გამოწვევის წინაშე დადგნენ მოსწავლეებიც, კერძოდ ეს არის სრულიად განსხვავებული სასწავლო გარემო, მოსწავლეების გარკვეული ნაწილი არ ერთვება ვიდეო გაკვეთილებზე ან თუ ჩაერთო ცდილობს ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ბევრს არ აქვ კომპიუტერი და არ აქვს საშუალება შეიძინოს ინტერნეტი.
გამოწვევაა ასევე სოფლად ინტერნეტ კავშირი, სოფელში ძირითადად მობილური ინტერნეტით ხდება საგაკვეთილო პროცესის წარმართვა რაც ხშირად პრობლემებთანაა დაკავშირებული (სიძვირე და დაბალი სიჩქარე) ამ მხრივ სასურველია რომ რადიოინტერნეტით მაინც რომ იქნეს მთელი საქართველო დაფარული. გისურვებთ წარმატებებს ახალ 2020-2021წწ.
საუკეთესო სურვილებით
ორცვის საჯარო სკოლის პედაგოგი
თენგიზ კაკაბაძე.
სტატია გამოგზავნილია თემის - სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...
ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა
16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება
როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე...