სიახლეები
სიახლეები

პედაგოგების დასაქმება ქრთამის სანაცვლოდ და ზარები სკოლის დირექტორებთან - როგორია „კეთილსინდისიერება სკოლის მასწავლებლების დაქირავების პროცესში“
20-07-2020
-
+


„კეთილსინდისიერება სკოლის მასწავლებლების დაქირავების პროცესში“ - აღნიშნულ თემაზე განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა ანგარიში მოამზადა.

კვლევა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელთან (NEPC) და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრთან (CAPI) თანამშრომლობით ჩატარდა და მისი მიზანი იყო განათლების სისტემაში მიმდინარე სარეფორმო აქტივობების ფონზე კორუფციული რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა.

მასწავლებელთა სამსახურში აყვანის პროცესში კეთილსინდისიერების დარღვევის შესასწავლად ჩატარებული ფოკუსჯგუფებისა და ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა, რომ ფავორიტიზმს ადგილი ჰქონდა 2019 წლის აგვისტო-ოქტომბერში განხორციელებულ მასწავლებელთა დაქირავების პროცესში. რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ფავორიტიზმი თავს იჩენს სამსახურში აყვანის პროცესში. ფოკუსჯგუფის რესპონდენტებთან დასმული პირველი შეკითხვა შეეხებოდა ფავორიტიზმს პედაგოგთა დაქირავების პროცესში, უფრო კონკრეტულად კი იმას, არსებობდა თუ არა ფავორიტიზმი პედაგოგთა დაქირავების ბოლო პროცესში. რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, დაახლოებით 99%-მა, დადებითი პასუხი გასცა აღნიშნულ შეკითხვას და თქვა, რომ ფავორიტიზმი არსებობს პედაგოგთა დაქირავების პროცესში. მათ მოსაზრებას ამყარებს ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე ფაქტი.

გავლენა დაქირავებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე

სკოლის დირექტორთა უმრავლესობას ურეკავდნენ განათლების ზემდგომი ორგანოებიდან ან ქალაქისა და რაიონის სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ამა თუ იმ კანდიდატის მხარდასაჭერად. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აპლიკანტები საბუთებთან ერთად აგზავნიდნენ სარეკომენდაციო წერილებს, რომლებიც გაცემული იყო საკრებულოს ან სხვა ორგანოს წარმომადგენლის მიერ, რომლებიც ვერ იქნებოდნენ გათვითცნობიერებული მასწავლებლობის კანდიდატების პროფესიულ შესაძლებლობებსა და უნარებში. ერთ-ერთმა დირექტორმა აღნიშნა: „რამდენჯერმე დამირეკეს. ასევე მივიღე რეკომენდაციის წერილი ქალაქის მერიიდან. სამინისტროდანაც იყო ზარები. კოლეგებმაც იგივე მითხრეს“.

აპლიკანტებში დიდი იყო განცდა იმისა, რომ პროტექციის გარეშე ძნელი იქნებოდა სამსახურში მოხვედრა და პროტექციის მქონე კანდიდატს კონკურენციაში გამარჯვების უფრო მეტი შანსი ჰქონდა. ერთ-ერთი აპლიკანტი სამოტივაციო წერილში წერდა: „მე ვიცი, რომ ვერ გავალ კონკურსში, რადგან არ მაქვს პროტექცია, მაგრამ მაინც ვცდი ბედს, იქნებ თქვენი კომისია გამონაკლისია“.

იყო შემთხვევები, როდესაც საგანმანათლებლო რესურსცენტრი პირდაპირ ავალებდა სკოლას კადრის დასაქმებას და ამ გზით დასაქმებული ერთ-ერთი მასწავლებელი აღნიშნავდა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრში მიუთითეს, თუ რომელ სოფელში წასულიყო გასაუბრებაზე. დასაქმების შემდეგ კი მან სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა აღნიშნული რესურსცენტრის ხელმძღვანელს. სოციალურ ქსელში იდებოდა მსგავსი მადლობის წერილები თანამდებობის სხვა პირების მიმართაც.

მასწავლებელთა ნაწილი არც კი მიიჩნევს, რომ მათთან დაკავშირებული ფავორიტიზმის შემთხვევები არის კეთილსინდისიერების დარღვევა. ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ თანახმად, გასაუბრების კომისია უნდა დაკომპლექტდეს მინიმუმ სამი წევრით, რომელთაგან ერთი უნდა იყოს გარე პირი (დამოუკიდებელი სპეციალისტი). რიგ შემთხვევებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩართული იყვნენ გასაუბრების კომისიის მუშაობაში, როგორც დამკვირვებლები. დამკვირვებელთა ფუნქცია-მოვალეობები არც ერთი დოკუმენტით არ ყოფილა დადგენილი და ხშირ შემთხვევაში, პროცესზე დაკვირვებასთან ერთად, დამკვირვებლები აქტიურად იყვნენ ჩართული შესარჩევი კომისიების მუშაობაშიც.

ზოგიერთ რაიონში გასაუბრებები სკოლების მაგივრად საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ჩატარდა, რასაც ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები პროცესის უკეთესი ორგანიზების მცდელობით ხსნიდნენ, თუმცა ამან ბევრგან გამოიწვია ორგანიზაციული ქაოსი, რიგები და სხვა პროცედურული დარღვევები.

ფორმალური ინტერვიუირების პროცესი

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რესპონდენტი საკონკურსო გასაუბრების პროცესს დადებითად და პოზიტიურად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ გასაუბრება შინაარსობრივად გამართულად და ყველა წესის დაცვით წარიმართა, იყო შემთხვევები როდესაც გასაუბრება აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, გრძელდებოდა მხოლოდ ორი-სამი წუთი ან, რაც კიდევ უფრო დაუშვებელია, იყო ჯგუფური გასაუბრებებიც. ეს ფაქტები უქმნიდა მონაწილეებს შთაბეჭდილებას, რომ ვაკანსიაზე კანდიდატი წინასწარ იყო შერჩეული. ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა: „ორ სკოლაში ნამდვილად ვიცი, რომ ფორმალობა იყო გასაუბრება. შემდეგ როგორც გავიგე, წინასწარ ჰყოლიათ კადრი აყვანილი“.

რამდენიმე რესპონდენტმა აღნიშნა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც კანდიდატებს ეუბნებოდნენ არ შეეტანათ საბუთები ამა თუ იმ ვაკანსიაზე, რადგან ადგილი უკვე დაკავებული იყო სხვა კანდიდატის მიერ და მხოლოდ ფორმალურად იყო დანიშნული გასაუბრება. მაგალითად, ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა: „გავგზავნე რეგიონის სოფელში აპლიკაცია, სადაც ჩემი მასწავლებელი ასწავლის. დირექტორმა დამირეკა, გასაუბრებაზე მიბარებდა. ჩემს მასწავლებელს დავურეკე და მითხრა, რომ არ მივსულიყავი გასაუბრებაზე, რადგან სერტიფიცირებული გამოცდა ჩაბარებული მასწავლებელი ჰყავდათ უკვე შერჩეული აღნიშნულ პოზიციაზე“.

დაქირავება ქრთამის სანაცვლოდ

რამდენიმე რესპონდენტმა ასევე დააფიქსირა ინფორმაცია გამოცხადებულ ვაკანსიაზე კანდიდატის აყვანის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა: „ეს არ მომხდარა ჩემს სკოლაში, მაგრამ მსმენია ჩემი კოლეგებისგან, რომ ზოგ სკოლაში კონკრეტული ფასებია დადგენილი პედაგოგთა პოზიციებისთვის“.

კვლევის ხასიათიდან გამომდინარე, ვერ დგინდება ამ ფაქტების მასშტაბურობა, თუმცა რესპონდენტების მხრიდან ანალოგიური ფაქტების არაერთხელ დაფიქსირება გვაფიქრებინებს აღნიშნული ფენომენის სისტემაში სავარაუდო არსებობის შესახებ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება