მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა - დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა.
მსჯავრდებულის ძმამ, ლუკა კალანდიამ კი განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ არის, თუმცა ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ:
„რით დაასაბუთებენ ამ გადაწყვეტილებას მოსამართლეები, რომელთაც პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ობიექტურად მოაზროვნეები არიან. არაერთხელ მითქვამს, რომ საქმეში არაფერი დევს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. როცა მოსამართლე იმ მტკიცებულებების შემდეგ, რაც საქმეში დევს, უტიფრად ამბობს, რომ 20 წლის ბიჭი 11 წლით და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვას, სარკაზმია. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, არ ვაპირებთ დანებებას და გაჩერებას, არავის შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას, რადგან უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ზედმეტი ხმაური და გაუგებრობა წინაპოლიტიკურ სცენაზე. ეს განაჩენი მოსალოდნელიც იყო“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ პოლონეთში
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს