სიახლეები
სკოლები

ახალი სასწავლო წლის დაგეგმვა - როგორ ემზადება სამინისტრო სკოლებში ჰიგიენის ნორმების დასაცავად?
21-07-2020
-
+


სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გასაუმჯობესებლად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი იქმნება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გასაუმჯობესებლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ინტენსიურად გრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რათა სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული ჰიგიენის ყველა ნორმა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომლებიც ჯანდაცვის სექტორმა უნდა შეიმუშაოს, რათა დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია როგორც სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა.

შეხვედრაზე იმსჯელეს იმ მექანიზმის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და შემდგომ მონიტორინგს, ასევე სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას.

მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პანდემიის პირობებში ახალი სასწავლო წლისთვის მზადების საკითხების დეტალური განხილვისთვის, ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება