მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
მასწავლებელმა ნათია ხიჯაკაძემ მოსწავლეები დისტანციურად გამოემშვიდობა და ემოციური წერილი და სამახსოვრო ვიდეორგოლი მიუძღვნა.
„მე და ჩემმა მერცხლებმა 2019-2020 უჩვეულო სასწავლო წელი ოფიციალურად დავასრულეთ და თამამად შემიძლია ვთქვა რომ დავასრულეთ წარმატებით. ამ ორმა პატარა ფერიამ კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ისინი ნამდვილად მომავლის თაობაა, რომელებიც ყველა გამოწვევას გაუმკლავდებიან. მათი საოცარი მონდომება, ონლაინ სწავლებაში ჩართულობა, დროულად და ხარისხიანად შესრულებული დავალებები იქცა ჩემთვის მოტივაციის და ენერგიის წყაროდ. უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს საუკეთესო მშობლებს, ნინო ტაბატაძეს და ლიკა გოგოლაძეს, უდიდესი შრომისთვის, გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის. მეამაყებით და მეიმედებით, ჩემო კარგებო!! სამწუხაროდ ბევრი ლამაზი იდეა დაგვრჩა განუხორციელებელი ამ სასწავლო წელს, მაგრამ გპირდებით, ჩემო პატარებო, წინ უამრავი ლამაზი და სიხარულით სავსე დღე გველოდება!! წარმატებების გზებით გევლოთ მუდამ!!!“,- წერს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.