მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო აფრასიძე:
„სასექტემბრო მოლოდინი და სურვილია მოსწავლეების და მასწავლებლების სკოლაში დაბრუნება, რადგან სკოლაში სწავლა-სწავლება უფრო ნაყოფიერია. ჟახუნდერის სკოლა მაღალმთიანი რაიონია და ინტერნეტის ხარვეზების გამო რთულად ტარდებოდა ონლაინ გაკვეთილები, (სამინისტროსთან შეთანხმებით) ტელეფონის საშუალებით ხდებოდა ხოლმე სწავლება. დიდი სურვილი და მოლოდინი გვაქვს სასწავლო პროცესი სექტემბერში განახლდეს.
ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი:
„ვემხრობი და მოლოდინი მაქვს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდეს. რაიონში პანდემიის საშიშროება არ არის. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სკოლის ფართი და მოსწავლეების რაოდენობა საშუალებას იძლევა შესრულდეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და შეუფერხებლად განახლდეს სასწავლო პროცესი“.
ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხობელია:
„პოზიტიური მოლოდინი მაქვს, იმედია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გამწვავდება და მოსწავლეებს სკოლებში დაბრუნების საშუალება ექნებათ, თუ სკოლებში დაბრუნება ვერ მოხერხდა ამ შემთხვევაში შესაძლოა ჰიბრიდული ტიპის სწავლება გახდეს საჭირო, ანუ დისტანციური და სასკოლო ერთად, რისთვისაც სკოლა მზადყოფნაშია. სკოლის დირექცია, მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები იმედოვნებენ რომ სასწავლო პროცესი სკოლაში აღდგება“.
მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.