მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირბადე, თერმოსკრინინგი, დისტანცია და დამცავი ფარით აღჭურვილი მაგიდები - ეს არის მთავარი წესები, რომლებიც ახალი პროტოკოლით გამოცდებზე მოქმედებს. პანდემიის გამო ამოქმედებულ ახალ შეზღუდვებს მასწავლებელთა გამოცდაზეც დაიცავენ. მაძიებელი პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველების გამოცდები 22 ივლისს დაიწყება.
ჩვენ დეტალურად გაგაცნობთ ყველა რეგულაციას:
რეკომენდირებულია თავად იქონიოთ პირბადე, თუმცა თუ არ გექნებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს
გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:
ამასთან, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი.
ცნობისთვის ხვალიდან გამოცდის ჩაბარებას მასწავლებლობის მსურველები და მაძიებელი სტატუსის მქონე პედაგოგები შეძლებენ. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა შემოდგომამდე გადავადდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.