სიახლეები
სკოლები

„ცარცის მტვრით მოწამლული ვირტუალური მასწავლებელი“-ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „სხივის“ პედაგოგი ოთო დანელია ჩანაწერს გვიზიარებს
22-07-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „სხივის“ მასწავლებელი ოთო დანელია დისტანციური სწავლების შესახებ ჩანაწერს გვიზიარებს. 

ცარცის მტვრით მოწამლული ვირტუალური მასწავლებელი

თებერვალი უჩვეულოდ მიიწურა.
დავირუსებულმა სამყარომ სკოლაში სხვა ამინდი დააყენა.
საკლასო ჟურნალის გრაფა 28 თებერვალს შეივსო და...
- ბავშვებო, გამარჯობა! ეს ახალი რეალობაა და ჩვენ ვიწყებთ...- დაახლოებით ასე მიესალმა ათასობით მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეებს და ეს არ იყო საკლასო ოთახში.
ცოდნის ტალღამ, ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანებიდან, მთელს საქართველოს გადაურა. სახლებში მოწყობილ სასკოლო გარემოში განათლების ვირტუალური ჯაჭვი შეიკრა, შედუღდა...
არავინ თქვას, რომ ეს „წყლის ნაყვაა“ და სხვა არაფერი. არც ის თქვათ, რომ ეს არის იდეალური...
არა, ეს იყო აუცილებელი, ადეკვატური ნაბიჯი და უალტერნატივო გადაწყვეტილება.
რაც მთავარია, მასწავლებელი იდგა სათანადო სიმაღლეზე!
როცა მოსწავლეებს პირველი დისტანციური დავალება გავუგზავნე, ვღელავდი. ვაითუ,არ დაინტერესდნენ...იქნებ,დაიზარონ...ხომ შეიძლება, არ ჩაერთონ,არ იაქტიურონ?
კითხვებზე მათ მიერ შესრულებულმა დავალებებმა მიპასუხა.
ყველას არ დაუწერია, მაგრამ ყველა არც არასდროს წერდა. თავს ნუ მოვიტყუებთ,გვყავდა,გვყავს და გვეყოლება ე.წ. „ჟულიკი" მოსწავლეები. მათ გარეშე სასწავლო პროცესი უინტერესოც იქნება.მათი სიზარმაცის უკან უნიკალური თვისებები იმალება და იმედია,ერთხელაც, გამოგვივა იმ სიკეთეების წინა პლანზე წამოწევა და მოზარდის ქცევის კორექციაც წარმატებით განხორციელდება.
დისტანციურმა სწავლებამ სხვა რაკურსით დამანახა მოსწავლეები.„სახლურები“ უფრო თამამები იყვნენ. საკუთარი მოედნიდან ბევრად ყოჩაღ პასუხებს ისროდნენ და თავდაჯერებაც ემატებოდათ.
იყვნენ ისეთებიც, მისიანებს რომ ემალებოდნენ. არ უნდოდათ დედას, მამას ან მეზობელს გაეგო, როგორ უპასუხეს მასწავლებელს.
ისეთებიც ვიპოვე, მონიტორს რომ არ წყალობდნენ, კამერის შიში და კომპლექსი ვერაფრით დაძლიეს და მოტივაცია უჩინრობით აიმაღლეს.
რამდენიმემ ნაადრევი არდადეგები და „ინტერნეტი არ მაქვს“ ერთდროულად გამოაცხადა.
არა უშავს, ბავშვები ხომ საყვარლად უცნაურები არიან...ერთმა დამირეკა, მას, მე რომ არ ვერთვები, არ გეგონოთ რომ დავალებებს არ ვწერ, სექტემბერში გაძეძგილი რვეულით მოვალო...ასეც შეიძლება მოხდეს...
ცხოვრება ხარვეზების გარეშე არ არსებობს. არც არაფერია უნაკლო და უხინჯო. სწავლების ამ სახელდახელოდ გამომცხვარ ფორმასაც უამრავი ნაკლი აქვს. იმდენად ბევრი, რომ მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს.ერთს ვიტყვი,ყველაზე მეტად ჩემი მოსწავლეების თვალებში ჩახედვა და საკლასო ოთახის აურა მაკლდა. ცარცის მტვერიც კი მომენატრა,უსაშველო ალერგიას რომ მაძლევს...მერე რა, ადვილად ავიტან. მე ხომ მასწავლებელი ვარ, რომელიც წლების წინ პირველ გაკვეთილზე სწორედ ცარცის მტვრით „მოიწამლა“ და მზად არის ყველა დაბრკოლება გადალახოს...
ხშირად მეკითხებიან, დისტანციური სწავლებისას რა გამოცდილება შეიძინეო.
გამოგიტყდებით და ყოველთვის მერჩივნა სპექტაკლის ტიპის გაკვეთილები მქონოდა, დისკუსიით, გარჩევებით, ანალიზით, პერსონაჟების ტყავის მორგებით...ცოტა მწყრალად ვიყავი ტექნოლოგიებთან, იშვიათად ვიყენებდი. ახლა მივხვდი, რომ ეს თაობა ბილ გეიტსმა, ცუკერბერგმა და მისთანებმა ციფრულები და კოსმიურები გახადეს. მათ მოსწონთ მონიტორში დანახული ისტორიები. ვიზუალური ეფექტებით დახუნძლული დავალებები. მე კი ჯიუტად ვცდილობ წიგნის სუნი იგრძნონ, წიგნის ფურცვლისას ჟრუანტელი უვლიდეთ, თრთოდნენ...მაგრამ ახლა სხვა დროა, ტექნოლოგიურ ერაში სხვა სუნი ტრიალებს და სწავლების ახალი გზაც მხოლოდ წიგნისკენ არ მიდის...
მეც უნდა გადავუხვიო,ამიერიდან უფრო ხშირად და მონიტორი ვაქციო დაფად...თან ცარცი ხომ ალერგიას მაძლევს...ისე მაინც ძლიერი „მოწამვლა“ სცოდნია ცარცის მტვერს...ერთხელ თუ ჩაყლაპე, მორჩა...სამუდამოდ მასწავლებლად რჩები!..

ოთო დანელია
20.07.2020


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება