მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაწყებითის კომბინირებული გამოცდა მასწავლებლობის მსურველებისა და მაძიებელი პედაგოგებისთვის უკვე დასრულდა. საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტებმა ტესტების სირთულე შეაფასეს და პრაქტიკოსებთან შედარებით არასათანადო პირობებზე ისაუბრეს.
„გრამატიკიდან იყო ზოგადი, სინტაქსი მორფოლოგია და ა.შ. იყო სიტუაციური საკითხი მოცემული, ანალიტიკურ ნაწილში იყო ტექსტის გააზრებაც. ვფიქრობ, საკმაოდ რთულია, თუმცა ამ სირთულის გამოცდა საჭიროა ხარისხისთვის. პრაქტიკოსებთან შედარებით ჩვენ მეტი ქულა მოგვეთხოვება, არათანაბარ პირობებში ვართ“.
„ანალიტიკური ნაწილი იყო ძალიან რთული იყო, სხვა ტესტური ნაწილი ისე არ გამჭირვებია“.
„არ იყო რთული, მაძიებელი ვარ, საშუალო სირთულის იყო, გამოცდაზე პირველად არ ვარ. ადრეც ვიყავი“
„რთული იყო აბა რა იყო, გრამატიკა უფრო რთულად, ვიდრე წინა წლებში, ანალიტიკურ ნაწილს კი არაუშავდა, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან რთულია“.
„მაძიებელი ვარ. რთული ნამდვილად არ იყო, მასწავლებელი ამ ცოდნას უნდა ფლობდეს, რასაც აქ გეკითხებიან, თუმცა მე მოუმზადებელი მოვედი, კიდევ მომიწევს ამ გამოცდის ჩაბარება, რადგან მაღალ ქულას არ ველოდები“.
„აბა რა ვთქვა? რა მეთქმის? ნამდვილად გამიჭირდა, ჩემთვის რთული იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ცოდნა, რაც დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე მოითხოვება, ქართული, მათემატიკა თუ ბუნებისმეტყველება, ნამდვილად საჭიროა. ანალიტიკური ნაწილი იყო ჩემთვის რთული“.
„მაძიებელი ვარ და ვფიქრობ, არ იყო რთული, ანალიტიკურ ნაწილზე მუშაობა ჩემთვის საინტერესო იყო, არც საგნობრივი ნაწილი იყო ისეთი, რომ ვიწუწუნო, კმაყოფილი ვარ“.
„ეს არის ძალიან არასწორი, როდესაც პრაქტიკოსისგან მინიმალურ ცოდნას ითხოვენ გამოცდაზე და ჩვენგან, მასწავლებლობის მსურველებისგან 60%-ზე მეტის გადალახვას. მე, რომელიც 12 წელია ბაღში ვმუშაობ, რატომ უნდა ვიყო გათანაბრებული მოქმედ მასწავლებელთან?! გათანაბრებაც არაა, არათანაბარი პირობებია, ჩემგან მეტს ითხოვენ და მოქმედი პედაგოგისგან ნაკლებს, რა ლოგიკაა?! ტესტი დავწერე, რომ მოვმზადებულიყავი, ბევრად უკეთეს შედეგს დავდებდი, რთული არ იყო და ამაზე არ უნდა ტიროდნენ მოქმედი მასწავლებლები, რომლებიც ისედაც ასწავლიან სკოლაში ქართულს, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას. თუ ასწავლიან და თვითონ არ იციან რა გამოდის? თაობებსაც უცოდინარს ზრდიან“.
„ძალიან არ მომწონს ასეთი მაღალი ბარიერი მასწავლებლობის მსურველებისთვის. წლების წინ ვმუშაობდი სკოლაში უნარების გამოცდა ათ კრედიტზე ჩავაბარე. ახლა კი მე ათ კრედიტს მთხოვენ საგანში და მოქმედ მასწავლებელს 21 ქულაც ეთვლება. არ ვიცი ამას რა ჰქვია, ძალიან უსამართლობაა“.
მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დღეს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება. პრაქტიკოსი პედაგოგები კი გამოცდას შემოდგომით ჩააბარებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს