მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უბისის საჯარო სკოლა მზად არის სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განაახლოს. როგორც სკოლის დირექტორი მარინა სახვაძე etaloni.ge - სთან საუბარში აცხადებს, სრულად არის დაცული ჰიგიენის ნორმები და სკოლა აღიჭურვა სადეზინფექციო საშუალებებით.
„ვართ მცირეკონტიგენტიანი სკოლა, მატერიალურად და ტექნიკურად მოწესრიგებული, ველოდებით რომ სწავლა 15 სექტემბერს აუცილებლად დაიწყება, ამ მოლოდინით ვართ განწყობილი. ჰიგიენის ნორმები გვაქვს სრულად დაცული ნორმის ფარგლებში, სადიზინფექციო საშუალებები და დეზობარიერები, მზადყოფნას ვაცხადებთ პედაგოგები და მოლოდინით აღსავსე ველოდებით სწავლის დაწყებას.
მადლობას ვუხდით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების პერიოდში ასეთი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა გამოვყო საკრებულოს თავმჯდომარე ქალბატონი მანანა ბარბაქაძე, რომლისგანაც მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას სკოლის მიმართ, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც მუდმივად ჩვენთანაა და აქვე მინდა აღვნიშნო „ეტალონი“, რომელიც მუდმივად ინტერესდება და ყურადღებას აქცევს სკოლებს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, ასეთი ჩართულობისთვის, აქტიურობისთვის და თანადგომისთვის, მოუთმენლად ველით ყველანი 15 სექტემბერს სწავლის განახლებას“,- აღნიშნავს მარინა სახვაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.