სიახლეები
სკოლები

ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დისტანციურ სწავლებას აფასებს და მოსწავლე-მასწავლებლებს მადლობას უხდის
22-07-2020
-
+


სასწავლო პროცესი დასრულდა და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა და როგორ გაუმკლავდა სრულიად პედაგოგიური საზოგადოება ყველა გამოწვევას.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ნათია აბულაძე Etaloni.ge-სთან განვლილ სასწავლო წელს აფასებს, მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს და მადლობას უხდის თავდაუზოგავი შრომისთვის:

„სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდა. მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა განათლების სისტემა. ქვედა სიმონეთის N1საჯარო სკოლამ პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან, 9 მარტიდან, დაიწყო ფიქრი, რა და როგორ გაგვეკეთებინა. პირველი, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი გახლდათ, სოციალური ქსელი იყო და საქმის ორგანიზებისთვის ძალიან ინტენსიურად გამოვიყენეთ. შევიტანეთ ცვლილება სკოლის სასწავლო გეგმაში კათედრებთან თანამშრომლობით, შევიმუშავეთ დისტანციური სწავლების ცხრილი.
დავიწყეთ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესის მაქსიმალურად ორგანიზებული ნაბიჯების გადადგმა. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად აძლიერებდა დისტანციური სწავლების მეთოდებზე მუშაობას, საჯარო სკოლებს გვაწვდიდნენ რეკომენდაციებს და ამ პროცესში ახალი სკოლის მოდელის ტექნოლოგიების მოხალისე ექსტერტის გამოცდილება დაგვეხმარა, ჩვენი სკოლის პედაგოგების კონსულტირება და ფორსმაჟორში მათი გადამზადება მომეხდინა.
პროცესის სრულად გამართვაში უდიდესი წვლილი და როლი მიუძღვით ჩვენი სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც ეფექტურად იმუშავეს და სწრაფად გადაეწყნენ, მათთვის სრულიად ახალ რეჟიმზე.შეისწავლეს  Microsoft-ის ახალი პროგრამები.
ასევე აღსანიშნავია მშობელთა როლი და ჩართულობა, რომლებმაც მასწავლებლებთან ერთად, გადაინაწილეს მოსწავლეების სწავლა-განათლებაზე უდიდესი პასუხისმგებლობა.
სკოლა პირველი აპრილიდან მთლიანად ჩაერთო დისტანციურ სწავლებაში Microsoft-ის teams-ის მეშვეობით. მოსწავლეების 97% ინტენსიურად „გავათიმსეთ“. დარჩენილი 3 % და ასევე ყველა კლასის მოსწავლე, აქტიურად იყენებდა „ტელესკოლას“ როგორც დამატებით უდიდეს საგანმანათლებლო რესურსს. სატელეფონო კომუნიკაციას ვიყენებდით იქ, სადაც ინტერნეტის პრობლემა იყო, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენი მოსწავლეებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყო უწყვეტი განათლების მიღება. ძნელი არაა, გაწეული საქმიანობა დადებითად შევაფასოთ და კმაყოფილება არ გამოვხატოთ. არის ხარვეზები, მაგრამ არაა გარღვევები. დისტანციური სასწავლო ეტაპი წარმატებით განვახორციელეთ.
ძვირფასო პედაგოგებო და მოსწავლეებო, გილოცავთ სწავლის დამთავრებას, მადლობას გიხდით გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის. შემდგომ წარმატებებს და მშვიდობას გისურვებთ.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ ნათია აბულაძე“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება