მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა „არ დაკარგულა“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ეძღვნება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩნდა გერმანიის ბიბლიოთეკების 100 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. 1997 წელს ერთობლივი პროექტის შედეგად მოხდა ამ წიგნების თავდაპირველი მფლობელისთვის დაბრუნება. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას დარჩა მხოლოდ წიგნების სატიტულო ფურცლების ქსეროასლები.
20 წლის შემდეგ, ბიბლიოთეკამ ციფრულ ფორმატში გადაიყვანა ყველა ეს სატიტულო ფურცელი და მალე ელექტრონულად განათავსებს თავის საიტზე, დღეს კი, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში, მათგან 1000 ყველაზე საინტერესო, გამოფენის სახით წარმოუდგინა მნახველს. ამავე დღეს, ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი კიდევ რამდენიმე წიგნი გადაეცა გერმანულ მხარეს.
გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო და შეკრებილ აუდიტორიას მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
„არ დაკარგულა“ - გერმანული წიგნების სატიტულო ფურცლების გამოფენა 25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლარებს, აგრეთვე 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა