სიახლეები
სკოლები

„ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ სწავლა უნდა დაიწყოს საკლასო ოთახში“- ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლე სასექტემბრო სურვილებსა და მოლოდინებზე
23-07-2020
-
+


Etaloni.ge სადისკუსიო/სააზროვნო თემების ციკლს აგრძელებს, ამჯერად - სასექტემბრო მოლოდინებსა და სურვილებზე, რომლის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გვიზიარებენ თუ როგორ წარმოუდგენიათ და სურთ რომ იყოს ახალი სასწავლო წელი. 

ამჯერად, სასექტრმბრო სურვილებს ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლე გვიზიარებენ:

ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ხატია ბარამიძე:

„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველი რასაც ვისურვებდი არის ის, რომ ახალი სასწავლო წელი დაიწყოს საკლასო ოთახებში. მინდა ახალი ემოციებითა და ძალებით შევუდგეთ მუშაობას და ამოვავსოთ ის ხარვეზებიც, რაც დისტანციური სწავლების პერიოდში გაგვიჩნდა. მოსწავლეებთან განშორებამ, ვფიქრობ დაგვანახა ის, რაც ბედნიერი ყოველდღიურობა იყო და ალბათ სათანადოდ ვერც ვაფასებდით. ამიტომ ახალ სასწავლო წელს განსხვავებულად ემოციურსა და ერთმანეთით ტკბობის პერიოდად ვუსახავ როგორც ჩემს მოსწავლეებს, ასევე საკუთარ თავს“.

ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ციალა ჭიხვარია:

„დისტანციური სწავლების პირობებში პედაგოგთა დიდი ძალისხმევით, მშობლებისა და თემის ჩართულობით სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ, მაგრამ როცა სურვილებზე და მოლოდინებზე ვსაუბრობთ, ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ სწავლა უნდა დაიწყოს საკლასო ოთახში, მაღალხარისხიანი ცოდნის გარანტი უნდა იყოს გაკვეთილი- მცოდნე და პასუხისმგებლიანი პედაგოგით და სწავლისთვის მოტივირებული მოსწავლით. რა პირობებიც არ უნდა შეიქმნას ქვეყანაში, მასწავლებელი მზადაა თავისი საქმე აკეთოს უნაკლოდ.
დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ პანდემია აღარ შეგვაწუხებს და სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას“.

ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ჯალაბაძე:

„2020 წლის სექტემბერში ვისურვებდი საკლასო ოთახში დაბრუნებას, მერხზე დაჯდომას და სკოლაში სწავლის გაგრძელებას. რაც შეეხება დისტანციური სწავლებას, არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი, რადგან სკოლაში იმ მასალას, რომელსაც გვაძლევდნენ პედაგოგები, უფრო პასუხისმგებლობით ვეჭიდებოდი, ვიდრე დისტანციური სწავლების დროს... მე მირჩევნია ამ სასწავლო წელს სწავლა დაიწყოს სკოლებში პანდემიის წესების დაცვით. თუ სიტუაცია, გამწვავდება და საჭირო იქნება კვლავ დისტანციურად სწავლა, მაშინ უკეთესი იქნება, რომ დისტანციური სწავლების დრო უფრო გაახანგრძლივონ. თუმცა, თუ ქვეყანაში ის სიტუაცია, რაც არის დღესდღეობით, შენარჩუნდება და COVID-ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზრდება, ვისურვებდი სკოლაში დაჯდომას, რადგან ჩემთვის მაინც უფრო დამაკმაყოფილებელი იქნებოდა სკოლაში სწავლა, ვიდრე დისტანციური სწავლა“.

მასალა მომზადებულია თემის: სასექტემბრო მოლოდინები და სურვილები გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება