სიახლეები
სიახლეები

პედაგოგს ადმინისტრაციული საჩივარი შეაქვს და მასწავლებლის ახალ სქემაში ცვლილებებს ითხოვს
23-07-2020
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით პედაგოგი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ადმინისტრაციული საჩივარით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-ს თავად საჩივარის ავტორმა პედაგოგმა მიაწოდა, თუმცა ვინაობის დასახელება არ ისურვა. როგორც მასწავლებელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ცვლილებების მიხედვით გარდამავალ დებულებაში უფროს მასწავლებლებს აღარ ეძლევათ საშუალება აკადემიური სტატუსის მოპოვებით შეძლონ სქემაში დაწინაურება, რაც მთავრობის დადგენილებით კარიერაში დაწინაურების სამი გზიდან, ერთ-ერთი იყო.

საქართველოს მთავრობის  №241 2019 წლის 23 მაისის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „უფროსმა მასწავლებელმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად შეიძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგი გზა“. კერძოდ, II გზა ზუსტად მიანიშნებს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების გზით უფროსი მასწავლებლისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების უფლებას:

„II გზა:  უფროს მასწავლებელს, რომელიც სქემის ძალაში შესვლის შემდგომ, განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი მინიჭებული აკადემიური ხარისხის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისთვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ“.

„სამწუხაროდ, საკითხის გადაწყვეტის თანმიმდევრულობას არღვევს საქართველოს მთავრობის №390 2020 წლის 26 ივნისის  დადგენილება - „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

აქ გარდამავალი დებულებების სეგმენტში დეტალურადაა ახსნილი ის აქტივობები, რაც უნდა განახორციელონ უფროსმა მასწავლებლებმა, რომელთაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების პირველი და მესამე გზა აირჩიეს, თუმცა, არაფერია ნათქვამი იმ პედაგოგებზე, რომელთაც კარიერული წინსვლისთვის მეორე გზით გათვალისწინებულ აკადემიური ხარისხის მოპოვებას მივანიჭეთ უპირატესობა“, - აცხადებს პედაგოგი და აღნიშნავს, რომ ეს იგნორირება უცნაური და ალოგიკურია.

„არა მგონია ვინმეს სჭირდებოდეს ახსნა, რომ დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება ხანგრძლივ შრომატევად კვლევებს მოიცავს, შესაბამისად გაურკვეველია, რატომ არ ითვალისწინებს ახალი დადგენილების გარდამავალი დებულებები იმ ვადას, რომელიც აკადემიური კვლევის დასრულებასა და წინა დადგენილებით უფროსი მასწავლებლებისათვის გათვალისწინებული კარიერულ წინსვლის საშუალებას იძლევა, მაშინ როცა დადგენილების გარდამავალი დებულებებში დეტალურად გაწერილია უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის პირველი და მესამე გზის მოდელით გათვალისწინებული სხვა ყველა აქტივობის დასრულებისა და შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების დრო.

ეს იგნორირება მით უფრო უცნაურია, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პირველი და მესამე გზით გათვალისწინებულ ყველა აქტივობას (გაკვეთილის გეგმის შედგენას, გაკვეთილის ჩატარებას, საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევას) გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის წარსადგენ სადოქტორო დისერტაციის მომზადებასა და დაცვას.

რატომღაც გაურკვეველი მიზნით გამონაკლისი აღმოჩნდა 2019 წლის დადგენილებით განსაზღვრული უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის მეორე გზა, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება, რომელზეც 2020 წლის მთავრობის დადგენილების გარდამავალი პერიოდის დებულებებში არაფერია ნათქვამი.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა - თუკი უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პირველი და მესამე გზა აღიარებულია ლეგიტიმურად და იმათ ვინც ეს გზა აირჩიეს  საშუალება აქვთ გარდამავალ პერიოდში დაასრულონ კარიერული წინსვლის პროცესი, სად, როდის და ვინ დაასაბუთა, რომ კარიერული წინსვლის მეორე გზა - დოქტორის ხარისხის მოპოვება კანონგარეშეა და იმ უფროს მასწავლებლებს, რომელთაც ეს გზა ავირჩიეთ, არ უნდა მოგვეცეს საშუალება გარდამავალ პერიოდში საქმე ბოლომდე მივიყვანოთ?

მით უფრო აბსურდულია ამგვარი იგნორირება, რომ 2020 წლის მთავრობის ახალი დადგენილება კარიერული წინსვლის საშუალების ამ გზას (დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას) უტოვებს პრაქტიკოს მასწავლებელს.

ეს კიდევ უფრო ამძაფრებს სხვა კითხვას - თუკი პრაქტიკოს მასწავლებლებს ეძლევა კარიერული წინსვლის საშუალება გარდამავალ პერიოდში დაასრულოს დაწყებული საქმე და აიმაღლოს სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების გზით, გაურკვეველია, რატომ არის კანონგარეშე უფროსმა მასწავლებელმაც მიიღოს მსგავსი უფლება, რომელიც გააჩნდა მთავრობის როგორც 2015, ასევე 2019 წლების დადგენილებებით? რატომ არ შეიძლება პრაქტიკოსი მასწავლებლის მსგავსად, ზუსტად ანალოგიური პირობებით, უფროს მასწავლებელსაც მიეცეს საშუალება გარდამავალ პერიოდში დაასრულოს დაწყებული კვლევა და დოქტორის ხარისხის მოპოვების შემთხვევაში აიმაღლოს სტატუსი? - ამგვარი არალოგიკური და არათანმიმდევრული პოზიცია გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ 2020 წლის მთავრობის დადგენილების მომზადებისას უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის მეორე გზის ადეკვატური ასახვა გარდამავალი პერიოდის დებულებებში მექანიკურადაა გამორჩენილი.

შესაბამისად, უფროს მასწავლებლებს, პრაქტიკოსი მასწავლებლის მსგავსად, ზუსტად იგივე ვადებში (2020-2021 წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე) უნდა მოგვეცეს საშუალება დავასრულოთ კვლევა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში მოვიპოვოთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი", - აღნიშნულია პედაგოგის საჩივარში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება