მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის ახრისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა გიული მეტრეველმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა. პედაგოგმა მოსწავლეებსა და მშობლებს დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ბავშვებს სიგელები გადასცა.
„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მალე დასასრულს მიუახლოვდება ჩვენი სასწავლო წელი, რომელიც ყველაზე უჩვეულო, მოულოდნელობებით და განცდებით იყო დატვირთული. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მშობელს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული დისტანციურ სასწავლო პროცესში, გვერდით ედგა საკუთარ შვილსაც და მასწავლებელსაც. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. მადლობა მოსწავლეებს დაუღალავი შრომისთვის. ამ სიგელებით მინდა ჩემი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო თქვენ მიმართ და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, როგორც ამ გამოწვევას გაუმკლავდით ღირსეულად, ისე ყველა სხვა სირთულეს დაძლევთ თქვენი ცოდნით და უნარებით. მადლობა აქტიურობისთვის. ყველაზე აქტიურ მეცხრეკლასელებს გიული მასწავლებლისგან“,-მიმართა გიული მეტრეველმა მოსწავლეებს და სიგელებით დაასაჩუქრა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.